ალექსანდრე დალაქიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ალექსანდრე დალაქიშვილი
დაბადების თარიღი 1 სექტემბერი, 1981 (1981-09-01) (39 წლის)
დაბადების ადგილი რუსთავი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნება ქართველი
პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
მეუღლე/ები ნათია ბანცაძე
შვილ(ებ)ი 3

ალექსანდრე დალაქიშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1981, რუსთავი[1]) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. იკავებდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2003 წლებში მუშაობდა ქვემო ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში. 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი, უფროსი ოპერატიული თანამშრომელი. 2005-2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2007-2009 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2009-2011 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2011-2013 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი. 2013 წელს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი. ამავე წელს იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2014-2017 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. 2018-2020 წლებში იყო შპს „ჯი ეფ ეს“-ის კონსულტანტი. 2019-2020 წლებში იყო შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის მრჩეველი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში. 2020 წელს იყო შპს „ჯი ენ ერ მენეჯმენტის“ კონსულტანტი ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში. 2020 წელს იყო შპს „ჯი ეფ ეს“-ის იურისტი.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]