დავით სერგეენკო
დავით სერგეენკო | |
დავით სერგეენკო | |
![]() ![]() | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 ივლისი 2018 – 18 ივნისი 2019 | |
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ეკა ტიკარაძე |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 ოქტომბერი 2012 – 15 ივლისი 2018 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი კვირიკაშვილი მამუკა ბახტაძე |
წინამორბედი | ზურაბ ჭიაბერაშვილი |
მემკვიდრე | თანამდებობა გაუქმდა |
დაბადებული | 25 სექტემბერი, 1963 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
შვილები | 2 |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი |
ჯილდოები | ![]() |
საიტი | სამინისტროს გვერდი |
დავით სერგეენკო (დ. 25 სექტემბერი, 1963, თბილისი)[1] — ბავშვთა და მოზარდთა კარდიოქირურგი და რეანიმატოლოგი. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2018 წლის 15 ივლისიდან 2019 წლის 18 ივნისამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასევე სწავლობდა ბოსტონისა და ბერლინის სამედიცინო სასწავლებლებში. დავით სერგეენკო ბოლო დრომდე, წლების მანძილზე, ხელმძღვანელობდა საჩხერის სამედიცინო ცენტრს, რომელსაც სრულად აფინანსებს ბიძინა ივანიშვილი. მინიჭებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია, კრიტიკული მედიცინის დარგში. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.
მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1987 — დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს - მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტი - ინტენსიური თერაპიის მიმართულებით.
- 1995–1997 — საქართველოს სპორტის დეპარტამენტი. სამედიცინო სამსახურის უფროსი
- 1992–1993 — საქართველოს შეიარაღებული ძალები. საავიაციო დანაყოფის ექიმი.
- 1989–1992 — ექიმი-ნეონატოლოგი. რუსთავის სამშობიარო სახლი
- 1987–1989 — ექიმი-ინტერნი , სოხუმის ბავშვთა საავადმყოფო
- 2002–2006 — MediClubGeorgia - სამედიცინო მენეჯერი.
- 2001 — პედიატრიული კარდიორეანიმაცია. ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბოსტონის ბავშვთა საავადმყოფო
- 1999 — მაისი-ივლისი, ანესთეზია - ინტენსიური თერაპიის კვალიფიკაცია. ბერლინის გულის ინსტიტუტი.
- 1997–2006 — ჯოენის სამედიცინო ცენტრი- ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი.
- 2006–2012 — საჩხერის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი.
- 2006 — ივლისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო კურსი. თბილისი, საქართველო.
- 2005 — ივნისი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება პედიატრიაში. თბილისი, საქართველო.
- 2003 — ოფშორული მედიცინის კვალიფიკაცია. აბერდინი, გაერთიანებული სამეფო.
- 2012–2018 — საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
- 2020 — საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (საბურთალოს მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“.[2] საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დაარქივებული 2013-08-17 საიტზე Wayback Machine.
- საქართველოს მთავრობა[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დავით სერგეენკოს დეკლარაია. declaration.gov.ge (19 თებერვალი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-03-24. ციტირების თარიღი: 24 მარტი, 2020.
- ↑ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ზურაბ ჭიაბერაშვილი |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 25 ოქტომბერი 2012 - 15 ივლისი 2018 |
შემდეგი: თანამდებობა გაუქმდა |
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა |
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი 15 ივლისი 2018 - |
შემდეგი: ეკა ტიკარაძე |
|
|
|
- წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენის კავალრები
- დაბადებული 25 სექტემბერი
- დაბადებული 1963
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- „ქართული ოცნების“ წევრები