შინაარსზე გადასვლა

ზაზა სოფრომაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზაზა სოფრომაძე
დაბადების თარიღი 28 ოქტომბერი, 1960 (1960-10-28) (65 წლის)
დაბადების ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი →
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისი“
ეროვნება ქართველი

ზაზა სოფრომაძე (დ. 28 ოქტომბერი, 1960, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, იურისტი.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი, ხოლო 1997 წელს ახალგაზრდობის საერთაშორისო ინსტიტუტი „თბილისის“ საერთაშორისო სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]