ზაზა პატარიძე
იერსახე
| ზაზა პატარიძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 27 ოქტომბერი, 1963 |
| დაბადების ადგილი | ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| ეროვნება | ქართველი |
ზაზა პატარიძე (დ. 27 ოქტომბერი, 1963, ქუთაისი) — ქართველი თანამდებობის პირი, ფიზიკოსი.
1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1985-1992 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრის ლაბორანტი. 1992-1995 წლებში — საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო დაცვის სამმართველოს უფროსი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზაზა პატარიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ზაზა პატარიძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი