თეთრი ქარავანი (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეთრი ქარავანი
ჟანრი კინომოთხრობა
დამდგმელი რეჟისორი
სცენარის ავტორი მერაბ ელიოზიშვილი
როლებში
კომპოზიტორი ირაკლი გეჯაძე
ხმის ოპერატორი მიხეილ ნიჟარაძე
ოპერატორი
  • ლეონიდ კალასნიკოვი
  • გიორგი კალატოზიშვილი
მონტაჟი ნელი სარადოვა
მხატვარი
  • დიმიტრი თაყაიშვილი
  • ქრისტესია ლებანიძე
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1963
ხანგრძლივობა 97 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

თეთრი ქარავანიმხატვრული ფილმი, კინომოთხრობა. გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1963 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ 1964 წლის 17 აგვისტოს. კინოპროდუქციის დაცვის და განვითარების ასოციაციის მოთხოვნით შეჩერებულია კინოს ჩვენება. ფილმის სცენარი ეკუთვნის მერაბ ელიოზიშვილს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გამოცდილი მწყემსი, მარტია ახლოური, სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]