დავით გოქაძე
იერსახე
| დავით გოქაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი | 12 აპრილი, 1964 |
| დაბადების ადგილი | ზესტაფონი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
| ეროვნება | ქართველი |
დავით გოქაძე (დ. 12 აპრილი, 1964, ზესტაფონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი. 1981-1989 მუშაობდა საავიაციო გაერთიანებაში. 1989-1992 წლებში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, კერძოდ იყო კოოპერატივ „სინათლის“ თავმჯდომარე. 1992-1995 იყო მისი საქმეთა მმართველი.
1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“. იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონის პრობლემების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დავით გოქაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- დავით გოქაძე — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი[მკვდარი ბმული]