ფრიდონ ხალვაში
ფრიდონ ხალვაში | |
---|---|
![]() | |
დაბადების თარიღი | 17 მაისი 1925 |
დაბადების ადგილი | გეგელიძეები, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 8 ივლისი 2010[1] (85 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | გეგელიძეები |
საქმიანობა | პოეტი და პროზაიკოსი |
ენა | ქართული ენა |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
Magnum opus | ასი მზე დედის გულისა |
ჯილდოები | რუსთაველის პრემია |
გავლენა მოახდინეს
|
ფრიდონ იშილის ძე ხალვაში (დ. 17 მაისი, 1925, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი — გ. 8 ივლისი, 2010, გეგელიძეები, ქედის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (1979).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ფრიდონ ხალვაში დაიბადა 1925 წლის 17 მაისს იშილ ხალვაშისა და აიშე გოგიტიძის ოჯახში.
1957 წელს დაამთავრა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები, ხოლო 1959 წელს ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი. 1979 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი.
მისი პირველი ლექსი 1948 წელს, პოეტური კრებულ „გზის ქვეყანაში“ გამოქვეყნდა. ფრიდონ ხალვაში 50-მდე წიგნის ავტორია, რომელთა შორისაა: „ჭოროხის ხვაშიადი“, „საყვედური“, „გენაცვალე“, „ეს დღე“, „დარდი“, „ასი მზე დედის გულისა“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“.
2010 წლის 17 მაისს თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში ფრიდონ ხალვაშის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ლექსის წაკითხვისას სახელოვანი პოეტი, მუხრან მაჭავარიანი გარდაიცვალა. ამის მერე ფრიდონ ხალვაში მძიმედ ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ამავე წლის 8 ივლისს, მშობლიურ სოფელ გეგელიძეებში. მეუღლე: თუნთულ მამუჭაძე-ხალვაშისა (1925). შვილები: მერი (1945), მზია (1947), ზაზა ხალვაში (1957).
მრწამსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
„იმედი, დათმობა, მოთმინება, გატანა, პატიება. დედასაქართველოსგან ასეული წლობით მოწყვეტილი კუთხის შვილი, შეგნებული ცხოვრების ყოველდღე ვცდილობდი რამენაირად დამეჩქარებინა სხვა რელიგიით მიყენებული განცალკევებულობის ტკივილის მოშუშება. ბევრი მოქიშპე, მოძულე მყოლია. მტრობისათვის მტრული პასუხი არ გამიცია. ამისათვის გამამტყუნეს, მაგრამ თავად ვირწმუნე – ამით ბევრი მოვიგე“, – წერდა ფრიდონ ხალვაში, რომელიც წარმოშობით საქართველოს ძირძველი კუთხიდან, ლაზეთიდან იყო.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ფრიდონ ხალვაში — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფრიდონ ხალვაში — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი