შერეკილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
შერეკილები

ერთაოზისა და ქრისტეფორეს გაცნობა
ჟანრი ფანტასტიკური ისტორია
დამდგმელი რეჟისორი ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე
როლებში ვასილ ჩხაიძე
დათო ჟღენტი
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი ვლადიმერ დოლიძე
ოპერატორი გენო ჩირაძე
მონტაჟი ნელი ფარცვანია
მხატვარი რევაზ მირზაშვილი
თენგიზ მირზაშვილი
სტუდია ქართული ფილმი
პრემიერა 1973
ხანგრძლივობა 80 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ

შერეკილები — ფანტასტიკური ჟანრის მხატვრული ფილმი, გადაღებული კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მიერ 1973 წელს. საკავშირო კინოგაქირავებაში გავიდა ერთი წლის შემდეგ. ფილმი გაჯერებულია იუმორითა და სახალისო სცენებით, რომლის ფრაზებიც მაყურებელმა მალევე აიტაცა. ფილმის სცენარი ეკუთვნის რეზო გაბრიაძეს, რეჟისურა კი - ელდარ შენგელაიას.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთაოზს, მამის გარდაცვალების შემდეგ, სოფელში აღარაფერი დარჩენია, რადგან რაც კი ებადა მამისეულ ვალებში დაარიგა და ამიტომაც, ახლობლის რჩევით (ისიდორე ბაბუა) ბედის საძიებლად ქალაქში მიდის. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მეუღლეს, მარგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნით სარგებლობს და თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე ერთიშეხედვით შეყვარებული ერთაოზი, მას ციხის უფროსის „ცხედრის“ თავიდან მოშორებაში დაეხმარება. „გაცოცხლებული“ ხუტა-უფროსი ერთაოზს ციხეში უკრავს თავს:

ვიკიციტატა
„ცოცხალი ოდიშელიძის, შავი დედალის დაძმაკაცებით დამარხვისთვისო, ამას შვიდი მე ათი, იჯექი თუ კაიაო“
(ერთაოზი)

ციხეში ერთაოზი გაიცნობს ერთ უცნაურ პატიმარს - ქრისტეფორე მგალობლიშვილს გარიყულადან, რომელიც „ცათმფრენის“ აგების იდეითაა შეპყრობილი. პატიმრები გარკვეული ხნის მუშაობის შემდეგ, ციხიდან გაიქცევიან და ცათმფრენის აგებას შეუდგებიან საავადმყოფო უფროსის დახმარებით, რომელიც უნებლიეთ მათი იდეის მესაიდუმლე გახდა და ამით აღფრთოვანებულმა, ტიტანური აზრების დიდმა პატივისმცემელმა, დახმარება შესთავაზა. „შერეკილებად“ მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი, ცათმფრენს მართლაც ააგებენ და ყველას გასაოცად, ცაში აიჭრებიან.

ვიკიციტატა
„რას ჩადით, ვინ მოგცათ ამის უფლება, დაბრუნდით დედამიწაზე!“
(ნოშრევანი)

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Wikiquote-logo-ka.png
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე: