ეროვნული ფილმოგრაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეროვნული ფილმოგრაფია
ეროვნული ფილმოგრაფიის ლოგო.png
ოფიციალური ლოგო
საიტი geocinema.ge
კომერციულობა კი
საიტის ტიპი ფილმებისა და მსახიობთა მონაცემთა ბაზა
რეგისტრაცია არა
ხელმისაწვდომი ენა ქართული
ინგლისური
შემქნელი კობა დალაქიშვილი
ალეკო ასკილაშვილი
რედაქტორი მარინა ჩხეიძე
გაეშვა იანვარი 12, 2007; 11 წლის წინ (2007-01-12)
ამჟამინდელი სტატუსი აქტიური

ეროვნული ფილმოგრაფია — უმსხვილესი ქართული ონლაინ მონაცემთა ბაზა, რომელიც გაეშვა 2007 წლის 12 იანვარს და შეიცავს ინფორმაციას ქართულ ფილმებსა და კინოინდუსტრიაში მოღვაწე პიროვნებებზე. მისი მიზანია სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება ყველა ქართული მხატვრული, დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმების შესახებ და შემდგომში მისი ბაზაში განთავსება.

ქართული კინოს საინფორმაციო ბაზის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების ბოლოს დაებადათ კობა დალაქიშვილსა და ალეკო ასკილაშვილის.[1] შემდეგ მათ წვლილის შეტანის სურვილს შეუერთდნენ კინომცოდნეები, მარინა ჩხეიძე და მანანა ორბელიანი.[1]

ბაზაში შესულია 100 წლის მანძილზე ქართველი კინემატოგრაფების მიერ შექმნილი ფილმები. ის აგრეთვე მოიცავს ბიოგრაფიებს, ინტერვიუებსა და ვიდეო მასალებს ქართულ კინომოღვაწეებზე. დღეისათვის, ბაზაში ჩატვირთულია დაახლოებით 1700-ზე მეტი კინოფილმი, 8200-ზე მეტი მასალა მსახიობების, რეჟისორების, პროდიუსერებისა და კინომოღვაწეების შესახებ და ხორციელდება მისი სისტემატურად განახლება.[2] საიტი ხელმისაწვდომია ქართულ და ინგლისურ ენებზე, თუმცა უცხოური ვერსია არ არის სრულყოფილი სახით წარმოდგენილი და მიმდინარეობს მისი ტექნიკურად გამართვა.[3] საიტს აქვს გამარტივებული ინტერფეისი; საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ფილმის მოძიება დასახელების, რეჟისორის, მსახიობის, სცენარისტის და წლების მიხედვით.[4]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლელა ოჩიაური. (31 ოქტომბერი, 2007) ქართული კინოს საიტი ყველასთვის ღიაა. „რეზონანსი“ გვ. 10.
  2. ინფორმაცია geocinema.ge
  3. ეროვნული ფილმოგრაფია. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (3 მაისი, 2011).
  4. ნათია მეფარიშვილი. (ზაფხული, 2012) geocinema.ge - ქართული კინო, დასაწყისიდან დღემდე. „Film Print“.