ალექსანდრე ჯავახიშვილი (არქეოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე ჯავახიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე ჯავახიშვილი
დაბ. თარიღი 30 აგვისტო, 1917
დაბ. ადგილი ხოვლე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 24 ოქტომბერი, 1997 (80 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა არქეოლოგი

ალექსანდრე ივანეს ძე ჯავახიშვილი (დ. 30 აგვისტო, 1917, სოფელი ხოვლე, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 24 ოქტომბერი, 1997) — ქართველი არქეოლოგი და ხელოვნებათმცოდნე, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი (1976), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). დიდი ქართველი მეცნიერის, ივანე ჯავახიშვილის შვილი.

1939 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1942 წლიდან იყო ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მეცნიერ-თანამშრომელი. 1943 წლიდან იყო სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადად იკვლევდა საქართველოსა და კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებს, განსაკუთრებით, მტკვარ-არაქსის კულტურას. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. უფლებამოსილება შეუწყდა გარდაცვალების გამო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]