შინაარსზე გადასვლა

ზურაბ ჩხეიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზურაბ ჩხეიძე
საქართველოს სსრ-ის მინისტრთა საბჭოს მე-9 თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 მარტი, 1989 – 14 აპრილი, 1989
წინამორბედიოთარ ჩერქეზია
მემკვიდრენოდარ ჭითანავა

დაბადებული13 მაისი, 1930,
დაბა შორაპანი
გარდაცვლილი1 ნოემბერი, 2007 (77 წლის)
თბილისი
ეროვნებაქართველი
რელიგიაათეიზმი

ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე (დ. 13 მაისი, 1930, დაბა შორაპანი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. ნოემბერი, 2007) — ქართველი საბჭოთა პარტიული და სახელმწიფო მოხელე, ინჟინერ-მეტალურგისტი. სკკპ წევრი.

ზურაბ ჩხეიძე დაიბადა 1930 წელს შორაპანში.

1954 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი. მუშაობდა მეფოლადის შეგირდად, შემდეგ ეკავა სხვადასხვა სამეცნიერო, სამეურნეო და პარტიული თანამდებობები, იყო ქარხნის დირექტორი, საქალაქო კომიტეტის მდივანი, კავშირგაბმულობის მინისტრი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი, გარდაქმნის წლებში — რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე. 1989 წლის 29 მარტს დაინიშნა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ, გადადგა 1989 წლის აპრილში.

1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზესტაფონის მაჟორიტარი).

  • სობჩაკი ა., „თბილისის ჟამტეხილი ანუ 1989 წლის სისხლიანი კვირა“, თბილისი, 2013, გვ. 83-85

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]