საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი

„საქართველოს სსრ სახალხო არტისტი“ — საპატიო წოდება, დაარსებული 1936 წლის 27 მაისს. მას საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმი გადასცემდა გამოჩენილ ხელოვანებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდათ თეატრის, მუსიკისა და კინოს განვითარებაში. წოდება ენიჭებოდა, როგორც წესი, საპატიო წოდებების: „საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის“ ან „საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის“ მინიჭებიდან არა უადრეს ხუთი წლისა. აღიარების შემდეგი საფეხური იყო წოდება „სსრკ სახალხო არტისტი".

სტატუსის დაარსებამდე (1936 წლამდე) საბჭოთა რესპუბლიკებში რესპუბლიკის სახალხო არტისტის წოდებას ანიჭებდნენ. მისი სტატუსი გაურკვეველი იყო, დავალებებს იღებდნენ საბჭოთა კავშირის პრეზიდიუმები და განათლების სახალხო კომისარიატის გამგეობები სსრკ-ს, საკავშირო და ავტონომიური რესპუბლიკების დონეზე. ტიტული ერთიანი იყო, რესპუბლიკის მითითების გარეშე, მაგრამ დაჯილდოვებულთა სიები და რეესტრები არ ინახებოდა. ბიოგრაფები, სტატუსების მსგავსების გამო, ხშირად აიგნორებდნენ ამ ტიტულებს.

ბოლოს, 1991 წელს დაჯილდოვდა მომღერალი თამარ გვერდწითელი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ტიტული „საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი“ შეიცვალა წოდებით „საქართველოს სახალხო არტისტი“, ხოლო წოდების მფლობელებმა შეინარჩუნეს ყოფილი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სსრ-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ჯილდოებზე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Жалейко Б. А. Звания почётные // Юридический энциклопедический словарь. — 2-е издание. — Москва: Советская энциклопедия, 1987. — С. 139—143.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]