საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თავმჯდომარე თემურ ფიფია
გენერალური მდივანი თემურ ფიფია
დამფუძნებელი პ. გიორგაძე, შ. მახარაძე, გ. ონიანი
დაფუძნდა 1992 - დღემდე
წინამორბედი საქართველოს სსრ კომუნისტური პარტია
იდეოლოგია მარქსიზმ-ლენინიზმ-სტალინიზმი
საერთაშორისო აკრედიტაცია კომუნისტური პარტიების კავშირი - საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია
ახალგაზრდული ფრთა საქართველოს ი.ბ. სტალინის სახელობის ახადგაზრდათა კომუნისტური კავშირი
შტაბ-ბინა საქართველო, თბილისი, კასპის ქ.№ 7[1]
გაზეთი „კომუნისტი“, „ზარია ვოსტოკა“, „ახალგაზრდა კომუნისტი“
ფერები წითელი

საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია (სეკპ) — მემარცხენე იდეოლოგიის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება (შემდგომში – პარტია) საქართველოში, საიდენტიფიკაციო კოდი: 211347960. პარტია დაარსდა 1992 წ. თებერვალს პ. გიორგაძის, შ. მახარაძის, გ. ონიანის ინიციატივით, სტალინის საზოგადოების, საქართველოს მშრომელთა კომუნისტური პარტიის, საქართველოს კომუნისტთა კავშირის გაერთიანებით, როგორც საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის სამართალმემკვიდრე და იდეურ-პოლიტიკური გამგრძელებელი.[2] პირველი რეგისტრაცია გაიარა 1994 წ. სექტემბერს, ხელახალი რეგისტრაცია - 1998 წ, ხოლო ცვლილებები რეგისტრაციაში განხორციელდა 2004 და 2013 წწ.[1] წევრთა რაოდენობა 1999 წ მონაცემებით: 87000 ადამიანი, აქტიური - 65000.[3]

ორგანიზაციული სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის მმართველობის უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელიც მოიწვევა ორ წელიწადში ერთხელ – პლენუმის და/ან კონფერენციის სახით, რომელიც მოიწვევა 4 წელიწადში ერთხელ. ყრილობებს შორის მმართველი ორგანოა პარტიის ცენტრალური კომიტეტი (ცკ) და ისვე იწვევს მორიგ ყრილობებს. ცკ პირველი მდივანი არის ამავდროულად პარტიის თავმჯდომარე.[2] ცკ სხდომებს მართვას მინიმუმ 6 თქვეში ერთხელ. აღმასრულებელი ფუნქცია აკისრია - პარტიის აღმასრულებელ საბჭოს. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შედიან: საოლქო (რესპუბლიკური), საქალაქო და რაიონული პირველადი პარტიული ორგანიზაციები და მათი არჩევითი ორგანოები. პარტიაში აკრძალულია ფრაქციებისა და დაჯგუფებების ფორმირება.[2]

საპროგრამო პრიორიტეტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლა შეფასებულია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მცდარ კურსად და პრიორიტეტად დასახულია სოციალისტურ გეგმიურ ეკონომიკაზე დაბრუნება. საკუთრების ყველა ფორმების დაშვება, თუმცა სხვისი შრომის ექსპლუატაციის გამორიცხვის პირობებით და განვითარების თანაბარი პირობების შექმნით. ახალი სამრეწველო ობიექტების ფორმირება.

საგარეო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არსებული საგარეო პოლიტიკის რადიკალური შეცვლა საქართველოს ინტერესების შესაბამისად, „ჭეშმარიტად დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რომელიც არამც და არამც არ იქნება არც ერთი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი და სატელიტი ქვეყანა.“[4]

სახელმწიფო ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფედერალური დანაწილების პრინციპი – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიული მოწყობის ანალოგიით.

სახელმწიფო სისტემის მოწყობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპარლამენტო რესპუბლიკა, თუმცა საპარლამენტო მშრომელთა საბჭოების სახით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 რეესტრი 18: პარტიის სარეგისტრაციო მონაცემები.
  2. 2.0 2.1 2.2 ცესკო: პარტიის წესდება.
  3. კანდელაკი 99: წევრთა რაოდენობა.
  4. კანდელაკი 99: პარტიის საპროგრამო პრიორიტეტები.