ახალქალაქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ახალქალაქი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ახალქალაქი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ახალქალაქი
ქართ. ახალქალაქი
Akhalkalaki RB (7).JPG
ახალქალაქის ციტადელისა და მეჩეთის ხედი
დროშა გერბი
Flag of Akhalkalaki Municipality.svg COA of Akhalkalaki.svg

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°24′45″ ჩ. გ. 43°28′40″ ა. გ. / 41.41250° ჩ. გ. 43.47778° ა. გ. / 41.41250; 43.47778
ცენტრის სიმაღლე 1,707±1 მეტრი
მოსახლეობა 8 295[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები, ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 362[2]
საფოსტო ინდექსი 0700[3]
ოფიციალური საიტი http://akhalkalaki.ge
ახალქალაქი — საქართველო
ახალქალაქი
ახალქალაქი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ახალქალაქი
ახალქალაქი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ახალქალაქი

ახალქალაქი — ქალაქი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, მდინარეების — ფარავანსა და მურჯახეთისწყალს შორის, ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე, ახალციხიდან 74 კმ. ახალქალაქში გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს11.

ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ქალაქში დგას მესროპ მაშტოცის ძეგლი. ახალქალაქში არის ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის რეზიდენცია.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 8 295 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[4] 15 192 -- --
2002[4] Decrease2.svg 9 802 -- --
2014[1] Decrease2.svg 8 295 3 912 4 383

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრაგმენტი ანტონიო ძატას რუკიდან, გამოცემული ვენეციაში 1784 წელს. დატანილია ახალქალაქი, საქართველო

ადრე შუა საუკუნეების ბოლოს აქ იყო სოფელი. ქალაქი დაფუძნდა 1064 წელს. მირაშხნის წარწერა გვამცნობს 1064 წელს ალფ-არსლანის საქართველოში შემოსევის, ფარსმან თმოგველისა და მესხი აზნაურების ახალქალაქის გმირული დაცვის შესახებ:

ვიკიციტატა
„სახელითა ღმრთისაითა. მე, გიორგა ხუცესმან, დავწერე მას ჟამს, ოდეს გას მოვიდა ხორასანი ქალაქით. ჰოი, მე, გიორგაი ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხა ყოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქით წაიღო, ასწყუიდა და ტუყუედ წაიღო. ყოველი მესხი აზნაური შიგან დგა. ფარსმან პირ ექმნა მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდეს. უფალო, შეუნდვნენ გოჰარის ცოდვანი, ამენ და მირაშხნელთა ყოველთა შეუნდვენ, უფალო, ამენ. მეცა ფრიად ცოდვილი მომიხსენეთ, გიორგა ბერი“

XI საუკუნეში ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი გახდა. XI საუკუნის 40–იანი წლების მოვლენების შესახებ "მატიანე ქართლისაი" გვამცნობს:

ვიკიციტატა
„ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისსა, თვინიერ ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. წავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდესა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“

XV საუკუნეში იგი მთლიანად იქნა დანგრეული, აღსდგა XVII საუკუნეში შავშეთის ბეგის მიერ[5]. XVI საუკუნეში ოსმალეთმა დაიპყრო. მას შემდეგ ქალაქი ახალციხის სანჯაკის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც იჯდნენ ახალციხის ფაშები. 1828 წლის 22 სექტემბერს, რუს-ქართველთა სამხედრო ნაწილებმა ქალაქი გაათავისუფლეს[6]. მისი შემოერთების შემდეგ მაჰმადიანი ქართველები გაასახლეს თურქეთში და მათ ადგილზე არზრუმის ვილაიეთიდან სომხები ჩამოასახლეს. 1840 წელს ახალქალაქი სამაზრო ქალაქად იქცა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ტერიტორიაზე შემორჩენილია წინაანტიკური პერიოდის ნამოსახლარი, გალავანი, ციხე-კოშკები, ეკლესია, მეჩეთი, ქარვასლა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]