საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საქართველოს დროშა
2016 ←
→ 2024
საქართველოს პარლამენტის 150 ადგილი

2020 წლის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისაქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, რომელიც ჩატარდება 2020 წლის ოქტომბერში.

საარჩევნო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გავრილოვის ღამე.

2019 წლის 24 ივნისს, საპროტესტო გამოსვლების ფონზე, „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ ბრიფინგზე გამოვიდა ინიციატივით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულიყო პროპორციული სისტემით და ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, რითაც ნაწილობრივ დააკმაყოფილა აქციის მონაწილეების მოთხოვნები.[1] ბიძინა ივანიშვილის განცხადების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები არ მიიღო. თავდაპირველად საქართველოს პარლამენტს ინიციატივის თაობაზე კენჭი 12 ნოემბერს უნდა ეყარა, შემდეგ 13 ნოემბერს. 14 ნოემბერს ჩატარებულ კენჭისყრაზე, „ქართული ოცნების“ 35 დეპუტატმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც თვითონ იყვნენ, ხმა არ მისცა.[2] პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა კანონმდებელმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა[2]. კანონპროექტის არმიღებას საპროტესტო გამოსვლების სერია მოჰყვა. დეკემბერში „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას 2020 და 2024 წლების საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ახალი მოდელი შესთავაზა, რომლის მიხედვით პროპორციული წესით 100, მაჟორიტარულით კი 50 დეპუტატი აირჩეოდა.[3]ოპოზიციამ უარი განაცხადა ასეთ მოდელზე და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]