შინაარსზე გადასვლა

ნატო ჩხეიძე

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნატო ჩხეიძე
დაბადების თარიღი 1 ივნისი, 1960 (1960-06-01) (64 წლის)
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ (2018-მდე)
„სახელმწიფო ხალხისთვის“ (2020-დან)
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი
მამა ოთარ ჩხეიძე
მეუღლე/ები ზაზა ოქუაშვილი

ნატო ჩხეიძე (დ. 1 ივნისი, 1960, გორი)[1]ქართველი ექიმი და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს სამი მოწვევის (1999, 2016, 2020) პარლამენტის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ოთარ ჩხეიძის ქალიშვილი.[2]

ნატო ჩხეიძე დაიბადა 1960 წლის 1 ივნისს, ქართველი მწერლის ოთარ ჩხეიძის ოჯახში. მისი მშობლიური სოფელი არის ყელქცეული (გორის მუნიციპალიტეტი).[3] 1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1977–1978 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის ბიბლიოთეკის ტექნიკოსი, 1984–1986 წლებში — თბილისის პოლიკლინიკის ანატომიის ლაბორატორიის ორდინატორი. 1986–1994 წლებში იყო თბილისის №1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი. 1994–1999 წლებში იკავებდა ასისტენტის თანამდებობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. 1999–2004 წლებში იყო საქართველოს V მოწვევის პარლამენტის დეპუტატი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკიდან „საქართველოს აღორძინება“. 2004 წელს იყო ტელეკომპანია „იბერიას“ რედაქტორი, 2004–2016 წლებში — შპს „ომეგას“ განყოფილების ხელმძღვანელი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2019 წლის 11 მარტიდან — პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ხოლო 2018 წლის 19 ოქტომბრიდან — პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი. 2018 წელს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა და მოღვაწეობა დამოუკიდებელი დეპუტატის სახით განაგრძო.[4]

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ №16 საარჩევნო ოლქის (ხაშურისა და ქარელი მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი) მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.[5] მან ხმების 29,9% (17536) მიიღო და მეორე ადგილი დაიკავა.[6] მეორე ტურში მონაწილეობაზე და პარლამენტში პარტიული სიით შესვლაზეც უარი განაცხადა (მთლიანად ოპოზიციასთან ერთად, გაყალბებული არჩევნების მოტივით). ოფიციალურად 2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.[7]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია: ნატო ჩხეიძე. declaration.gov.ge (30 დეკემბერი, 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25.01.2022. ციტირების თარიღი: 20 მაისი, 2020.
  2. „ოთარ ჩხეიძე კი დგას ფეხმოუცვლელი, ნირშეუცვლელი და ელოდება“. news.ge (2017-11-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-02-28. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2020.
  3. ნატო ჩხეიძემ მშობლიურ სოფელ ყელქცეულში არჩევნები წააგო. საინფორმაციო ცენტრი „შიდა ქართლი“. qartli.ge (2020-11-02). ციტირების თარიღი: 5 ნოემბერი, 2020.
  4. ნატო ჩხეიძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა. reginfo.ge (2018-09-18). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  5. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მთავარი არხი. mtavari.tv (2020-09-23). ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2020.
  6. 2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები. ცესკო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-04. ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2021.
  7. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა. ცესკო (2020-12-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-15. ციტირების თარიღი: 19 დეკემბერი, 2020.