გიორგი მღებრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
გიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 2017 – 20 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეშალვა ხუციშვილი (მ/შ)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017 – 15 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 2015 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედივახტანგ გომელაური
მემკვიდრეგიორგი გახარია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივლისი, 2014 – 1 აგვისტო, 2015
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედისოზარ სუბარი
მემკვიდრეკახა კახიშვილი

დაბადებული9 მაისი, 1970 (1970-05-09) (50 წლის)
თბილისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები2
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
რელიგიამართლმადიდებელი

გიორგი მღებრიშვილი (დ. 9 მაისი, 1970, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 აგვისტოდან2017 წლის 13 ნოემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, გამომძიებელი; 1997 წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, სტაჟიორი. პოლიციის პოლკოვნიკი.[1] 2004-2007 წწ. ფინანსთა სამინისტრო, ფინანსური პოლიციის გამომძიებელი; 2007-2008 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო კონტროლის განყოფილების უფროსი; 2008 წ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საბაჟო ოპერაციების დამუშავების განყოფილების უფროსი; 2008-2010 წწ. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე; 2010-2011 წწ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) უფროსის მოადგილე;

2011 წ. ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, ეკონომიკური საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დასავლეთის პორტალის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2011 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო პრევენციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

2012 წლის ივლისიდან 2012 წლის ნოემბრამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2013 წლის აპრილიდან 2013 წლის სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილამდე ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი.

2013 წლის სექტემბრიდან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე. 2013 წლის ნოემბრიდან 2013 წლის დეკემბრამდე ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მრჩეველი. 2013-2014 წლებში იყო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი.

2014 წლის 22 ივლისიდან 2015 წლის 1 აგვისტომდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. 2015 წლის 1 აგვისტოს დაიკავა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2017 წლის 13 ნოემბერს დატოვა.[2]

შინაგან საქმეთა სამინისტროში გატარებული საკადრო ცვლილებების მიხედვით, აქ მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად უნდა შექმნილიყო საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი; 2017 წლის 13 ნოემბერს გიორგი მღებრიშვილი დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად,[3] ზემოხსენებული ცვლილებების განხორციელების შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. თანამდებობა 2018 წლის 20 ივლისს დატოვა.[4][5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „გიორგი მღებრიშვილის ბიოგრაფია“. reportiori.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. „ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი თანამდებობებს ტოვებენ“. On.ge. 13 ნოემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  3. http://gov.ge/files/466_62785_177804_304.pdf
  4. „გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა“. imedinews.ge. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  5. „გიორგი მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი აღარაა“. On.ge. 20 ივლისი, 2018. ციტირების თარიღი: 18 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
სოზარ სუბარი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
2014-2015
შემდეგი:
კახა კახიშვილი
წინამორბედი:
ვახტანგ გომელაური
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
2015-2017
შემდეგი:
გიორგი გახარია