დავით შავლიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით შავლიაშვილი
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 2014 – 22 აპრილი, 2015
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიელგუჯა ხოკრიშვილი
მემკვიდრენოდარ ჯავახიშვილი

დაბადებული14 მარტი, 1984 (1984-03-14) (37 წლის)
თბილისი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი
საქმიანობაიურისტი, თანამდებობის პირი

დავით შავლიაშვილი (დ. 14 მარტი, 1984, თბილისი) — ქართველი იურისტი და თანამდებობის პირი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნის სპეციალობით. 2008-2010 წლებში იყო „გლობალავტოსპეცტექნიკის“ დირექტორი და დამფუძნებელი. 2008-2010 წლებში იყო კომპანია „Smart Way Group”-ის დირექტორის მოადგილე და დამფუძნებელი. 2011-2012 წლებში იყო შპს „კომპიქსის“ დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი. 2012 წელს იყო შპს „პარტნიორის“ დირექტორის მოადგილე, დამფუძნებელი. 2012 წელს იყო შპს „კომპიქსის“ დირექტორი, დამფუძნებელი. 2012 წელს შპს „პარტნიორის“ დირექტორი, დამფუძნებელი. 2012-2013 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს“ უფროსი. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]