1 სექტემბერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
<< სექტემბერი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
2024

1 სექტემბერიგრიგორიანული კალენდრის 244-ე დღე (ნაკიან წლებში – 245-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 121 დღე.

დღის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 462 : პირველი ბიზანტიური ინდიქციის დასაწყისი.
  • 1715 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV გარდაიცვალა 72-წლიანი მმართველობის შემდეგ - რეკორდი ნებისმიერი დიდი ევროპული მონარქიისთვის.
  • 1752 : ლიბერტი ბელი (თავისუფლების ზარი) ჩამოიტანეს ფილადელფიაში.
  • 1763 : რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაამტკიცა ივან ბეტსკოის გეგმა მოსკოვის სააღმზრდელო სახლისთვის.
  • 1804 : იუნო, უდიდესი ასტეროიდთა სარტყელთაგან, აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კარლ ლუდვიგ ჰარდინგმა.
  • 1897 : ბოსტონის მეტრო გაიხსნა - პირველი მიწისქვეშა მეტრო ჩრდილოეთ ამერიკაში.
  • 1902 : საფრანგეთში გამოვიდა „მოგზაურობა მთვარეზე“ - პირველი მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმი.
  • 1905 : ალბერტა და სასკაჩევანი კანადის კონფედერაციას შეუერთდა.
  • 1914 : რუსეთში სანქტ-პეტერბურგს პეტროგრადი დაარქვეს.
  • 1914 : ბოლო მოგზაური მტრედი, დედალი სახელად მართა, დაიღუპა ტყვეობაში ცინცინატის ზოოპარკში.
  • 1923 : მიწისძვრამ ტოკიოსა და იოკოჰამაში 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1928 : აჰმეტ ზოგუ ალბანეთს მონარქიად აცხადებს და საკუთარ თავს მონარქიის მეფედ.
  • 1939 : მეორე მსოფლიო ომი : ნაცისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს და ომი დაიწყო.
  • 1939 : ჯორჯ მარშალი აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი გახდა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : იტალია თანხმდება იარაღის დაყრის პირობებს.
  • 1951 : აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია ხელს აწერენ ურთიერთ თავდაცვის პაქტს.
  • 1969 : ლიბიაში რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მუამარ ალ-ქადაფი მოდის.
  • 1981 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი დავიდ დაკო ჩამოაგდეს.
  • 1985 : ერთობლივმა ამერიკულ-ფრანგულმა ექსპედიციამ საზღვაო სანაოსნო ხომალდ „ტიტანიკის“ ნარჩენები აღმოაჩინა.
  • 1991 : უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 2004 : ტერორისტებმა ბესლანში (ჩრდილოეთი ოსეთი) სკოლაში ტყვედ აიყვანეს ასობით ბავშვი და მასწავლებელი.
  • 2006 : კატასტროფა განიცადა ირანული ავიაკომპანია Iran Air Tours-ის კუთვნილმა ტუ-154-მა. დაიღუპა 28 ადამიანი.
  • 2008 : საქართველოს მასშტაბით რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1 სექტემბერს გაიმართა აქცია „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელშიც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, დევიზით: „Stop Russia“.

ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეროვნული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა თვეები: