ილია ელოშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ილია ელოშვილი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ივლისი, 2017 – 14 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიკახა კალაძე
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 სექტემბერი, 2016 – 26 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიკახა კალაძე
მემკვიდრეკახა კალაძე

დაბადებული19 მაისი, 1975
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი1 ივნისი, 2022 (47 წლის)
თბილისი, საქართველო
შვილები2

ილია ელოშვილი (დ. 19 მაისი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 1 ივნისი, 2022, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი, თბილისის მერის მოადგილე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი 2016 წლის 9 სექტემბრიდან 26 ნოემბრამდე და 2017 წლის 14 ივლისიდან 14 დეკემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ელოშვილმა 1999 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (საერთაშორისო ბიზნესის სამართალი), 2005 წელს უტრეხტის პროფესიული განათლების უნივერსიტეტი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი). 2010 წელს მონაწილეობა მიიღო FIDIC –ის კონტრაქტების სრულყოფილი პროგრამაში (დავათა მოგვარების საბჭოს ფედერაცია, ლუქსემბურგი). 2011 წელს აშშ-ის სამხედრო ინჟინრების ასოციაციაში მიიღო ზედამხედველობის სპეციალისტის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2000–2003 — შპს „ოსტორ - ნიდერლანდები“, კონსულტანტი.
  • 2003 – 2004 — შპს „გორგასალი“, კომერციული მენეჯერი.
  • 2004–2005 — „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting roup“- ი, დასავლეთის ცენტრალური რეგიონის დირექტორი.
  • 2005–2006 — „გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია/ PA Consulting Group“-ი, დასავლეთ რეგიონის დირექტორი.
  • 2006–2007 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის დირექტორი.
  • 2007 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, მთავარი აღმასრულებელი ოფიცერის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 2007–2008 — შპს „ვისოლ პეტროლიუმი“, გენერალური დირექტორის მოადგილე.
  • 2008 — შპს „ვისოლის გაზის სადისტრიბუციო კომპანია“, გენერალური დირექტორი.
  • 2008–2010 — ფონდი „ათასწლეულის გამოწვევა საქართველო“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
  • 2010–2011 — შპს „ნიუ ენერჯი“, ტექნიკური დირექტორი.
  • 2011–2012 — ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) პროექტი Tetra Tech Inc-ი, ხელმძღვანელის მოადგილე.

ენერგეტიკის სამინისტრო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ. მას შემდეგ, რაც 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, კახა კალაძე გადადგა, დაიკავა მინისტრის თამადებობა, არჩევნების შემდეგ კი კვლავ მინისტრის მოადგილე გახდა. მეორეჯერ მინისტრის პოსტი 2017 წლის 12 ივლისს დაიკავა - მას შემდეგ, რაც კახი კალაძემ მინისტრის პოსტი თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით დატოვა. 2017 წლის დეკემბერში მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტრო გაუქმდა და შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

თბილისის მერია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის დეკემბერში ელოშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის მოადგილედ დაინიშნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]