გრიგოლ მგალობლიშვილი
| გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილი | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 1 ნოემბერი, 2008 – 6 თებერვალი, 2009 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| წინამორბედი | ლადო გურგენიძე |
| მემკვიდრე | ნიკოლოზ გილაური |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2004 – 28 ოქტომბერი, 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 20 ოქტომბერი 2006 – 28 ოქტომბერი 2008 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე |
| დაბადებული | 7 ოქტომბერი, 1973 (51 წლის) თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| შვილები | 2 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ოქსფორდის უნივერსიტეტი სტამბოლის უნივერსიტეტი |
| პროფესია | აღმოსავლეთმცოდნე, დიპლომატი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი |
გრიგოლ (გეგა) მგალობლიშვილი (დ. 7 ოქტომბერი, 1973, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკური მოღვაწე. 2008 წ. 1 ნოემბრიდან 2009 წლის იანვრამდე იმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
1995 წ. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოსავლეთმცოდნეობის სპეციალობით. 2002-2003 წლებში სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სწავლებათა ფაკულტეტზე. 1996 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე; იყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს I მდივანი, შემდეგ მრჩეველი (1998-2002 წწ.), საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული დეპარტამენტის მრჩეველი, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადისა და ლათინური ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ევროპულ საქმეთა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი (2002-2004 წწ.). 2004 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2006 წ.).
2008 წ. 27 ოქტომბერს მგალობლიშვილი დასახელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად და ამ პოსტზე ლადო გურგენიძის შემცვლელად.[1] 2008 წ. 1 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალ პრემიერსა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. მგალობლიშვილის განცხადებით, „რეკონსტრუქცია, დასაქმება და ხალხზე ზრუნვა“, „რადიკალური დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმები“ იქნება მისი მთავრობის მთავარი მიზნები.[2] 2009 წლის 30 იანვარს გრიგოლ მგალობლიშვილმა თანამდებობა დატოვა. თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ, თურქულ და რუსულ ენებს.[3]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- (ინგლისური) ინტერვიუ საქართველოს ელჩთან თურქეთში გრიგოლ მგალობლიშვილთან დაარქივებული 2008-06-17 საიტზე Wayback Machine. . Today's Zaman, 2007 წ. 13 ნოემბერი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა დასახელდა დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ოქტ.'08 / 18:23
- ↑ ახალმა მთავრობამ პარლამენტის ნდობა მოიპოვა დაარქივებული 2012-02-01 საიტზე Wayback Machine. . სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ნოე.'08 / 18:30
- ↑ საქართველოს მთავრობა
| წინამორბედი: ლადო გურგენიძე |
პრემიერ-მინისტრი ნოემბერი 2008 – იანვარი 2009 |
შემდეგი: ნიკა გილაური |
| ||||||||||




