საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
Ministry of Eduaction of Georgia logo.PNG
უწყების შესახებ
მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mes.gov.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 2017 წლის 13 ნოემბრდან განათლებისა და მეცნიერების მინისტრია მიხეილ ჩხენკელი [2].

ისტორია

საქართველოს განათლების სამინისტრო პირველად წარმოიშვა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში. პირველი მინისტრი იყო 1918-1920 წწ. გიორგი ლასხიშვილი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ეწოდა საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატი, პირველი კომისარი იყო დავით კანდელაკი. შემდგომ განათლების სახალხო კომისარიატს ეწოდა საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტრო. 1990 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტროს მინისტრი იყო ლია ანდღულაძე.

შენობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობა წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს. მისი მშენებლობა დაიწყო 1893 წელს და დასრულდა 1895 წელს. შენობა აშენდა სპეციალურად თბილისის მე-2 კლასიკური გიმნაზიისთვის. 1943 წელს შენობაში ამოქმედდა ადმირალ ნახიმოვის სახელობის სასწავლებელი. 1984 წელს შენობა გადაეცა საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს. 1994 წლის 9 ნოემბერს შენობას ხანძარი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა, ხოლო შემდგომ კლიმატური ზემოქმედებისაგან სერიოზული ზიანი მიადგა შენობის საძირკველსაც. აღდგენითი სამუშაოების პირველი ეტაპი ჩატარდა 1999-2000 წლებში, სამშენებლო კომპანია „საქგვირაბმშენი“-ის მიერ. გამაგრდა შენობის მარჯვენა ფლიგელის ფუნდამენტი. გამაგრდა ამავე ფლიგელის მზიდი კედლები რკინა-ბეტონის ჩარჩოთი, ხოლო სართულშუა გადახურვის ხის კონსტრუქციები შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციებით.

მეორე ეტაპი დაიწყო 2002 წლის 23 აპრილს. საქართველოს ნავთობის სამშენებლო კომპანიის მიერ შესრულდა შენობის შიდა მოპირკეთება, გათბობა, ელექტროგაყვანილობა და სანტექნიკური სამუშაოები. ჩატარდა შენობის მარცხენა ფლიგელის გასამაგრებელი სამუშაოები.

სამუშაოებზე დაიხარჯა სულ 3 820 000 ლარი[3]. შენობის საერთო ფართი არის 5 400 კვ. მეტრი. აქედან სასარგებლო ფართია 3 800 კვ. მეტრი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრები

საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრები

საქართველოს სსრ უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების მინისტრები

საქართველოს რესპუბლიკის განათლების მინისტრები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. http://gov.ge/files/466_62781_285399_300.pdf
  3. თანხის უდიდესი ნაწილი მსოფლიო ბანკის კრედიტით დაიფარა [1]