გიორგი მარგველაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მარგველაშვილი.
გიორგი მარგველაშვილი
Standard of the President of Georgia.png
გიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
საქართველო საქართველოს მე-4 პრეზიდენტი საქართველო
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა17 ნოემბერი 2013
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიმიხეილ სააკაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 18 ივლისი, 2013
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი
წინამორბედიხატია დეკანოიძე
მემკვიდრეთამარ სანიკიძე

დაბადებული4 სექტემბერი, 1969 (1969-09-04) (49 წლის)
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლემაკა ჩიჩუა
შვილებიანა მარგველაშვილი, თეიმურაზ მარგველაშვილი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაფილოსოფოსი
ხელმოწერაMargvelashvili Signature.svg
საიტიოფიციალური საიტი

გიორგი მარგველაშვილი (დ. 4 სექტემბერი, 1969, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი. საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის 27 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლის მაისში უპარტიო გიორგი მარგველაშვილი მმართველმა კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანიდადატად დაასახელა, რომელმაც დამაჯერებლად გაიმარჯვა ხმათა 62,18 პროცენტით. მისი წარსული დაკავშირებულია პოლიტიკასთან, საზოგადოებრივ და საგანმანათლებლო საქმიანობასთან.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური კოალიციის გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობასთან შეერთებამდე, გიორგი მარგველაშვილი ცნობილი იყო, როგორც პოლიტიკური ექსპერტი. მას ათ წელზე მეტ ხანს ეკავა სხვადასხვა, მათ შორის, რექტორის თანამდებობა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), რომელიც წამყვანი უმაღლესი განათლების ცენტრია სახელმწიფო მართვის, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჟურნალისტიკის მიმართულებით.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი მარგველაშვილი დაიბადა 1969 წლის 4 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მამამისის, ინჟინერის — თეიმურაზ მარგველაშვილისა და დედამისის, ფსიქოლოგის — მზეანა გომელაურის ოჯახში.[2] დაამთავრა თბილისის N1 საჯარო სკოლა. იგი, აგრეთვე, სწავლობდა რუსულ სკოლაში სირიაში, სადაც მისი მშობლები სამსახურეობრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ.[2] 1987-1992 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქვს პედაგოგის სერტიფიკატი. 1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (Central European University), დიპლომის შემდგომ კურსზე სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთი).[3] მუშაობდა: 1992-1995 წლებში ტურისტული კომპანიაში სამთო ტურიზმის გიდად; [3]1994-1995 წლებში „ბიზნეს დღიურების“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად; 1996-1997 წლებში იყო თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის ლექტორი ფილოსოფიასა და კულტურაში.[4] ხოლო 1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი. 1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.

2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.[5]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგველაშვილი, პირველად, პოლიტიკურ ასპარეზზე 2003 წელს გამოჩნდა, როდესაც ზურაბ ჟვანიას მოწვევით, შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს „ბურჯანაძე—დემოკრატები“.[6] იგი პარტიის საარჩევნო სიის ათეულში შედიოდა.[7] თუმცაღა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომელიც არჩევნების გაყალბებას მოჰყვა, „ბურჯანაძე—დემოკრატები“ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანდა, ხოლო მარგველაშვილმა დატოვა პოლიტიკა.[8]

2011 წლიდან უკვე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. გამოდიოდა ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად. საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვების შემდეგ, 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა განათლების მინისტრად. 2013 წლის 11 მაისს კოალიცია ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა[9]. არჩევნებში მონაწილეობის გამო გიორგი მარგველაშვილმა დატოვა მინისტრის პოსტი 2013 წლის 18 ივლისს. 27 ოქტომბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 62% მიიღო და არჩეულ იქნა საქართველოს პრეზიდენტად.

2018 წლის არჩევნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან, ვალდის ზატლერსისთან ერთად გამართულ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრაზე, გიორგი მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. მისი თქმით, როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში, მანამდეც და მომავალშიც მისი სამსახური საქართველოს სამსახურია - „არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“.[10]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.[11] მისი ჰობია სეირნობა და ცხენოსნობა. უყვარს ცხოველები. შეუძლია ნადირობა, ეწევა ქველმოქმედებას. [2] ჰყავს ქალიშვილი ანა (დ. 1993), რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. ასევე ჰყავს ვაჟი თეიმურაზი (დ. 2015).[12] მისი მეუღლეა მსახიობი და მხატვარი მაკა ჩიჩუა.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მისი აღმატებულება, ბატონი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი
  2. 2.0 2.1 2.2 გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიის დეტალები
  3. 3.0 3.1 გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია
  4. ვინ არის გიორგი მარგველაშვილი?
  5. გიორგი მარგველაშვილი — ბიოგრაფიული ცნობები
  6. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია, [1]
  7. Burjanadze, Zhvania Offer Radical Changes. Civil Georgia. 22 August 2003. Accessed 30 March 2013.
  8. Giorgi Margvelashvili. Civil Georgia. 15 October 2013.
  9. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილია
  10. გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს
  11. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფიული ცნობები
  12. გიორგი მარგველაშვილსა და მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ ჟურნალი „ლიბერალი“. 02.02.2015
  13. გიორგი მარგველაშვილის ბიოგრაფია
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ხატია დეკანოიძე
საქართველოს განათლების მინისტრი
2012—2013
შემდეგი:
თამარ სანიკიძე
წინამორბედი:
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
2013–2018
შემდეგი: