დიმიტრი ქუმსიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიმიტრი ქუმსიშვილი
დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
27 ნოემბერი, 2016 – 13 ნოემბერი, 2017
პრეზიდენტი   გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი   გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი ნოდარ ხადური

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 სექტემბერი, 2015 – 27 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედი გიორგი კვირიკაშვილი

დაბადებული 7 სექტემბერი, 1974
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი ქრისტიანი

დიმიტრი ქუმსიშვილი (დ. 7 სექტემბერი, 1974) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიმიტრი ქუმსიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1992 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1998 წელს. 1995-1996 წლებში სს „გაერთიანებული ქართული ბანკი“, წამყვანი სპეციალისტი; 1996-1997 წლებში „აუდიტკონსალტინგი“, აუდიტორი; 1997 წელს შპს „აუდიტკონსალტინგი“; 1997-1999 წლებში „ქართუ ბანკის“ ხაზინის უფროსი; 1999-2011 წლებში „ბანკ ქართუს“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილე; 2010-2012 წლებში შპს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი; პარალელურად, 2011-2012 წლებში ჰოლდინგ „პალიტრა მედიის“, ბიზნესგანვითარების დირექტორი.

2012 წლამდე შპს „რეშენალ სოლუშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, და იმავე პერიოდში, დაწყებითი ბიზნესის და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დირექტორი; 2012-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე; სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე“; 2015 წელს იყო ქალაქ თბილისის ვიცე-მერი.

2015 წლის 1 სექტემბრიდან 2016 წლის 27 ნოემბრამდე იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2016 წლის 27 ნოემბრიდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე - ფინანსთა მინისტრი. 2017 წლის 13 ნოემბერს მეორეჯერ დაინიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად.

2015 წლის 30 ნოემბრიდან - ვიცე-პრემიერი, 2016 წლის 13 ივნისიდან დღემდე - პირველი ვიცე-პრემიერი.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეუერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
2015 – 2016
შემდეგი:
გიორგი გახარია