დავით ნარმანია
| დავით ნარმანია | |
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე | |
|---|---|
| ამჟამინდელი თანამდებობა | |
| დაიკავა | 1 ოქტომბერი, 2019 |
| პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 2 აგვისტო, 2014 – 13 ნოემბერი, 2017 | |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი |
| წინამორბედი | გიგი უგულავა |
| მემკვიდრე | კახა კალაძე |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
| 25 ოქტომბერი 2012 – 14 აპრილი 2014 | |
| პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ბიძინა ივანიშვილი |
| წინამორბედი | ლაშა მგელაძე |
| მემკვიდრე | ელგუჯა ხოკრიშვილი |
| დაბადებული | 7 მარტი, 1979 სოფელი კოკი, საქართველოს სსრ |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| მამა | როლანდ ნარმანია |
| დედა | ნორა თოდუა |
| მეუღლე | თინათინ თინიკაშვილი |
| შვილები | 3 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| პროფესია | ეკონომისტი |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
დავით ნარმანია (დ. 7 მარტი, 1979, კოკი, ზუგდიდის რაიონი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე ქალაქ თბილისის მერი. 2019 წლის 1 ოქტომბრიდან არის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დავით ნარმანია დაიბადა 1979 წლის 7 მარტს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში. ამავე სოფელში დაამთავრა სკოლაც. 1996 წელს სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე (საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ორგანიზაციისა და მართვის სპეციალობა).
2000-2002 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტზე (საერთაშორისო ბიზნესის მართვის სპეციალობა); 2002 წელს მიენიჭა ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაციით -საერთაშორისო ბიზნესის მენეჯერი. 2002 წელს სწავლა განაგრძო ასპირანტურაში და 2006 წელს მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი.
2001-2003 წლებში საქმიანობდა საქართველოს ფინანსთა და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში. 2004-2005 წლებში იკავებდა „ბიზნეს კონსალტინგის ჯგუფის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას. 2006-2007 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;[1] 2008-2012 წლებში იყო კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პროფესორი; 2012-2014 წლებში იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციას;[1] 2014-2017 წლებში იყო ქალაქ თბილისის მერი და საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროსაბჭოს რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობის კონგრესში. 2012 წლიდან დღემდე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი,[2] მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე,[3] საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2017 წელს, საქართველოს პარლამენტმა დავით ნარმანია აირჩია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად; 2019 წლის 1 ოქტომბერს აირჩა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ პირველი ვადით,[4] ხოლო 2022 წლის 24 ოქტომბერს არჩეულ იქნა კომისიის თავმჯდომარედ მეორე ვადით.[5] 2023 წელს საქართველოს პარლამენტმა, დავით ნარმანია მარეგულირებელი კომისიის წევრად მეორე ვადით აირჩია.[6] ამავე პერიოდიდან, სემეკის წევრების მიერ კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ნარმანია არჩეულ იქნა სემეკის თავმჯდომარედ, მესამე ვადით.
დავით ნარმანიას ინიციატივით, სემეკმა დაიწყო სამუშაოები ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატის მოპოვებაზე, რომლის საფუძველზეც სემეკს საერთაშორისო სერტიფიკატი პირველად 2020 წელს მიენიჭა, ხოლო განახლებული სერტიფიკატი 2024 წელს მიიღო.[7] ნარმანიას ინიციატივით, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში განათლების ხელშეწყობის კუთხით ჩამოყალიბდა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი.[8]
დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი და 48 ნაშრომის თანაავტორი; დამხმარე სახელმძღვანელო: „საზოგადოებრივი ადმინისტრირების საფუძვლები და საზოგადოებრივი ადმინისტრირება საქართველოში“ — თანაავტორი; დამხმარე სახელმძღვანელო: „რისკების მართვა ბიზნესში“ — თანაავტორი.[9]
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაარქივებული 2013-10-12 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 „დავით ნარმანია მეორე შვილს ელოდება“. Ambebi.Ge. ციტირების თარიღი: 25 თებერვალი 2013. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=(დახმარება) - ↑ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია იქნება
- ↑ დავით ნარმანია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2025
- ↑ სემეკ-ის თავმჯდომარედ დავით ნარმანია აირჩიეს 1tv.ge
- ↑ დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს publika.ge
- ↑ პარლამენტმა ნარმანია სემეკის წევრად მეორე ვადით აირჩია
- ↑ [https://www.facebook.com/GNERC/photos/photos/geo-i-engსემეკმა-iso-90012015-ხარისხის-მართვის-განახლებული-სერტიფიკატი-მიიღოსაქა/730804292566246/?_rdr სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო ]
- ↑ ცენტრის შესახებ
- ↑ დავით ნარმანიას ბიოგრაფია
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: რამაზ ნიკოლაიშვილი |
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 25 ოქტომბერი, 2012 – 14 აპრილი, 2014 |
შემდეგი: ელგუჯა ხოკრიშვილი |
| წინამორბედი: გიგი უგულავა |
თბილისის მერი 2 აგვისტო, 2014 - 13 ნოემბერი, 2017 |
შემდეგი: კახა კალაძე |



