ხათუნა გოგალაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ხათუნა გოგალაძე
ხათუნა გოგალაძე
გოგალაძე 2013 წელს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 26 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიგიორგი ზედგინიძე
მემკვიდრეელგუჯა ხოკრიშვილი

დაბადებული18 აპრილი, 1970
ხაშური
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
შვილები3
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი
ინდიანას უნივერსიტეტი
პროფესიაბიოლოგი

ხათუნა გოგალაძე (დ. 18 აპრილი 1970, ხაშური) — საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი 2012-2014 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1993-1998 წლებში იყო იმავე უნივერსიტეტის გენეტიკის ფაკულტეტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-1999 წლებში იყო მასწავლებელი მომავლის სკოლაში. 2000 წელს მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CFU) მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მეცნიერებებსა და პოლიტიკაში. 2001-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში. 2003 წელს იყო საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენელი კიევში ევროპის მინისტრთა მეხუთე კონფერენციაზე „გარემო ევროპისათვის“. 2007 წლიდან იყო სხვადასხვა ორგანიზაციის ექსპერტი გარემოს დაცვის საკითხებში. 2008 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ინდიანას უნივერსიტეტში გარემოსდაცვით პოლიტიკასა და ბუნებრივი რესურსების მართვაში. 2012 -2014 წლებში იყო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]