შინაარსზე გადასვლა

გელა ბეჟუაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გელა ბეჟუაშვილი
გელა ბეჟუაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 ოქტომბერი 2005 – 31 იანვარი 2008
წინამორბედისალომე ზურაბიშვილი
მემკვიდრედავით ბაქრაძე

საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი, 2008 – 27 დეკემბერი, 2013

საქართველოს თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 10 ივნისი, 2004

დაბადებული1 მარტი, 1967
მანგლისი
განათლებაკიევის უნივერსიტეტი
ჰარვარდის უნივერსიტეტი
ტეხასის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხისამართლის მაგისტრი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი, მეცნიერი
ჯილდოებივახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
ხელმოწერა

გელა ბეჟუაშვილი (დ. 1 მარტი, 1967, მანგლისი) — ქართველი დიპლომატი, სხვადასხვა დროს საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და საქართველოს სადაზვერვო სამსახურის უფროსი.

1991 წელს დაამთავრა კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი და მიენიჭა საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაცია. 1997 წელს დაამთავრა ტეხასის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (აშშ), რის შემდგომაც მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003 წელს სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის სახელმწიფო მოხელეთა სკოლაში (აშშ). სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სპეციალური კურსები სამართლისა და სახელმწიფო მართვის საკითხებში აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. 1996 – დაჯილდოებულია აშშ-ს მთავრობის, ხოლო 1998 წელს - გაერო-ს სტიპენდიებით.[1]

სამუშაო გამოცდილება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გელა ბეჟუაშვილი და კონდოლიზა რაისი.
გელა ბეჟუაშვილი, ზურაბ ჟვანია და პოლ ვოლფოვიცი.

გელა ბეჟუაშვილმა სახელმწიფო სამსახური დაიწყო 1991 წელს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა საერთაშორისო სამართლებრივი მიმართულებით. 1993 წელს დაინიშნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად ყაზახეთის რესპუბლიკაში.[1]

1997 წლიდან 2000 წლამდე ბეჟუაშვილი ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტს, ხოლო 2000-2004 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 2004 წელს დაინიშნა საქართველოს პირველ სამოქალაქო თავდაცვის მინისტრად და შემდგომ წლებში ის უშუალოდ ჩაერთო ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის ფორმირებაში. 2004-2005 წლებში პრეზიდენტის თანაშემწედ მუშაობდა ეროვნული უშიშროების საკითხებში და ამავდროულად იკავებდა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას. 2005 წელს დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად და ამ პოზიციაზე დარჩა 2008 წლამდე. შემდგომში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურს.[2]

საერთაშორისო საქმიანობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელა ბეჟუაშვილი მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო სამართლის, ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო მართვის სფეროში. 1997-1999 წლებში ის ხელმძღვანელობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს მართავდა. ამავე პერიოდში მონაწილეობდა ევროკავშირის ქვეყნებთან მაღალი დონის მოლაპარაკებებსა და კონფერენციებში.[2]

1998-2000 წლებში ბეჟუაშვილი ევროპის საბჭოს არაერთი სამუშაო ჯგუფისა და კომიტეტის ექსპერტი იყო. მათ შორის იყო საერთაშორისო სამართლის კომიტეტი (CAHDI), კორუფციასთან ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფი (GMS), ეროვნული უმცირესობების დაცვის კომიტეტი (DH-MIN) და ვენეციის კომისია, სადაც საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე მუშაობდა.[2]

1999 წელს ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) ოფიციალურ შეხვედრებსა და მოლაპარაკებებზე სტამბოლში, სალონიკსა და კიშინიოვში, ასევე - იუსტიციის მინისტრთა საერთაშორისო კონფერენციებზე.[2]

2014 წლიდან მოღვაწეობს ბიზნესსა და განათლების სფეროში. იგი არის ჯიაიჯი ჰოლდინგის არა-აღმასრულებელი დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს და თავმჯდომარეობს ევროპული სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს. ბეჟუაშვილი არის საერთაშორისო საკონსულტაციო საბჭოების წევრი: სან დიეგოს უნივერსიტეტი (აშშ/საქართველო), დომ კაბრალის ბიზნეს სკოლა (ბრაზილია), იორკის უნივერსიტეტი (საბერძნეთი), ამერიკული უნივერსიტეტი (დუბაი) და სხვ.[1]

2025 წლიდან გელა ბეჟუაშვილი არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის (თბილისი) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ასევე ამერიკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ტაშკენტი) და ლიდერობის აკადემია საბადოს (საქართველო) სამეთვალყურეო საბჭოების წევრი.[3]

ჯილდოები და აღიარება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გელა ბეჟუაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი და ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი. 2004 წელს აშშ-ის ბიოგრაფიული კვლევების ინსტიტუტმა იგი „წლის ადამიანად“ დაასახელა.[1][2][3]

2006 წელს უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა უკრაინის ეროვნული ჯილდო — I ხარისხის დამსახურების ორდენი, წვლილისთვის ორმხრივ ურთიერთობებში. 2007 წელს ესტონეთის პრეზიდენტის ბრძანებით დაჯილდოებულ იქნა „Terra Mariana“-ს ჯვრის III ხარისხის ორდენით — ესტონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი.[1][2][3]

2008 წელს ამერიკის ბიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მას მიანიჭა მსოფლიოს წამყვანი ინტელექტუალის წოდება და გამოაცხადა ამერიკის დიდების დარბაზის გამორჩეულ წევრად.[1][2][3]

2013 წელს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით, დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.[1][2][3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 გელა ბეჟუაშვილი – ოფიციალური ვებ-გვერდი ka. ციტირების თარიღი: 12 August 2025
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 გელა ბეჟუაშვილი ka. ციტირების თარიღი: 12 August 2025
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 გელა ბეჟუაშვილი – სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ka. ციტირების თარიღი: 12 August 2025
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დავით თევზაძე
თავდაცვის მინისტრი
2004
შემდეგი:
გიორგი ბარამიძე
წინამორბედი:
ივანე მერაბიშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
2004 – 2005
შემდეგი:
ლევან ჭოლაძე
წინამორბედი:
სალომე ზურაბიშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
2005 – 2008
შემდეგი:
დავით ბაქრაძე
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: