მიხეილ ჩხენკელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ჩხენკელი
მიხეილ ჩხენკელი
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 ნოემბერი, 2017[1] – 14 ივლისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიალექსანდრე ჯეჯელავა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული1 აპრილი, 1974 (1974-04-01) (45 წლის)
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკსაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი
პროფესიამათემატიკოსი
საქმიანობაპოლიტიკოსი

მიხეილ ჩხენკელი (დ. 1 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი პოლიტიკოსი და მათემატიკოსი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2017 წლის 30 მარტიდან 14 ივლისამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიხეილ ჩხენკელი დაიბადა 1968 წლის 1 აპრილს ქალაქ თბილისში. მისი მშობლები უცხო ენების სპეციალისტები იყვნენ: მამა — გერმანისტი ზურაბ ჩხენკელი თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის უცხო ენათა კათედრას ხელმძღვანელობდა; დედა — ინგლისური ენის სპეციალისტი მერი ბაქრაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ასწავლიდა. 1985 წელს ჩხენკელმა წარმატებით, ოქროს მედლით დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა. შემდეგ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი, იგი იყო მუსხელიშვილის სახელობის სტიპენდიანტი. მოგვიანებით მან სწავლა განაგრძო პენსილვანიის უნივერსიტეტში, სადაც მას მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში. მან მიიღო მრავალი ჯილდო: სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი და პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, ასევე „Goldman Sachs“-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები. იგი არის ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოცემული წიგნების რეცენზენტი. იგი არის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოებების წევრი. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობის პერიოდში იგი იყო მათემატიკის დეპარტამენტის კომპიუტინგის კომიტეტის თავმჯდომარე, აგრეთვე პროფესორთა სენატის წევრი. იგი იყო მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების საკონკურსო კომიტეტების წევრი, ტექნოლოგიის, ანალიტიკური აზროვნების, აკადემიური სტანდარტების კომიტეტების წევრი, აშშ-ის მათემატიკური საზოგადოების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციების ჟიურის წევრი, სამეცნიერო-კვლევითი კონფერენციებისა და მათემატიკური ოლიმპიადების ორგანიზატორი, „Cengage Learning“-ის მრჩეველი და გოლდვოტერის პრემიის კომიტეტის წევრი. მიხეილ ჩხენკელი მონაწილეობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკური საზოგადოებისა და აშშ-ის მათემატიკური ასოციაციის სამეცნიერო კონფერენციებში. იგი მონაწილეობს ახალი კურიკულუმების შემუშავებაში და კვლავ კითხულობს ლექციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი და დიდი პროფესიული კავშირები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მრავალი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლებთან, მათ შორის: ჰარვარდის, პრინსტონის, პენსილვანიის, იელის, კოლუმბიის, ბრაუნის, კორნელის, ჩიკაგოს, ბერკლის, ნიუ იორკის, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტებსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში. იგი არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის („GAU“) ერთ–ერთი დამფუძნებელი. იგი ასწავლიდა ამავე უნივერსიტეტში, სრული პროფესორის ხარისხით და სხვადასხვა დროს ეკავა ვიცე–პრეზიდენტის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანის პოსტები. 2016 წლის პირველ ნოემბერს მიხეილ ჩხენკელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის. პრორექტორად დაინიშნა, ხოლო, 2017 წლის ნოემბრიდან მან დაიკავა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობა, რომელიც 2018 წლის ივლისში დატოვა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე, ია ჭანუყვაძე. მისი უმცროსი ძმა, ეკონომიკის მაგისტრი გიორგი ჩხენკელი, რომელმაც განათლება, ასევე, აშშ-ში მიიღო, დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის დირექტორია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ალექსანდრე ჯეჯელავა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
2017 13 ნოემბერი-2018 14 ივლისი
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმფა