ტარიელ ხეჩიკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტარიელ ხეჩიკაშვილი
ტარიელ ხეჩიკაშვილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 მაისი, 2015 – 15 დეკემბერი, 2017
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედილევან ყიფიანი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

დაბადებული13 თებერვალი, 1970
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
მეუღლეეკატერინე ინასარიძე
შვილებითამარი, რუსუდანი, დავითი, გიორგი, ცოტნე, იოანე, მარიამი.
განათლებათბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი
რელიგიამართლმადიდებლობა

ტარიელ ხეჩიკაშვილი (დ. 13 თებერვალი, 1970) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2015 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წელს ჩამოაყალიბა კომპანია „მერმისი“; 1999 წელს გახდა „იბერკომპანის“ კომერციული დირექტორი; 1999 წელს დააარსა კომპანია „იბერმობილი“; 1999 წელს „ბენდელას თასის“ სპონსორი, 2003 წლიდან კი გენერალური სპონსორი; 1999–2000 წლებში სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციული გალა-საღამოს სპონსორი; 2001 წელს თანამოაზრეებთან ერთად, ჩამოაყალიბა კომპანია „იბერია ბიზნეს ჯგუფი“, რომელშიც დღეისათვის ოცამდე ბრენდის წარმომადგენლობაა გაერთიანებული („ფოლკსვაგენი“, „აუდი“, „მიცუბიში“, „პეჟო“, „კია“, „ბანერი”, „მობილი”, „პირელი” და ა.შ.) სპორტის დეპარტამენტთან არსებული სპორტის მუზეუმის დამფუძნებელი.

2005 წელს გახდა საფეხბურთო კლუბ „საბურთალო“-ს მეპატრონე; 2006 წლიდან მისი ინიციატივით, „ფოლკსვაგენის“ წარმომადგენლობა საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის გენერალური სპონსორია; 2015 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2015 წლის 1 მაისის №166 ბრძანების თანახმად და საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ლევან ყიფიანი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
2015 - 2017
შემდეგი:
თანამდებობა გაუქმდა