საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
Logo Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Accommodation and Refugees of Georgia.jpg
ლოგო
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო
მთავარი სამმართველო თამარაშვილის ქუჩა N15ა, თბილისი, საქართველო 0177
მინისტრი სოზარ სუბარი
საიტი
www.mra.gov.ge

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო — წარსულში ცნობილი, როგორც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია. სამინისტრო პასუხისმგებელია სახელმწიფო პოლიტიკის რეგულირების ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა, რეპატრიანტთა, სტიქიით დაზარალებულთა და მათი განსახლების საკითხებში, ასევე მიგრაციულ კონტროლზე ქვეყანაში.

სტრუქტურა

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ეხმარება პირველი მოადგილე და სამი მინისტრის მოადგილე. სამინისტრო მეთვალყურეობას უწევს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას შესაბამისად 1-ლი მუხლის მე-17 კანონისა, საქართველოს "მთავრობის სტრუქტურის, მისი უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ". მას აქვს ოთხი ფუნქციონირების თავები:

ხელისუფლების მოსაზრებით, საქართველოში იყო დაახლოებით 251000 იძულებით გადაადგილებული პირი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების შემდეგ, რიცხობრიობა გაიზარდა თითქმის 26000-ით 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ. სამინისტროს აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც მან სცადა თბილისიდან გასახლება 1,500 იძულებით გადაადგილებულ პირთა სოფლად, შესთავაზა რა 10000 აშშ დოლარი ან ალტერნატიული საცხოვრებელი სახლი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ თითოეულ ოჯახს.

მინისტრები

მინისტრი დანიშვნის თარიღი უფლებამოსილების შეჩერების თარიღი
ვალერი ვაშაკიძე 21 დეკემბერი, 1995 28 ნოემბერი, 2001
ვალერი ვაშაკიძე (მეორეჯერ) 28 ნოემბერი, 2001 23 დეკემბერი, 2003
ეთერ ასტემიროვა 23 დეკემბერი, 2003 4 ნოემბერი, 2005
გიორგი ხევიაშვილი 7 ნოემბერი, 2005 22 ნოემბერი, 2007
კობა სუბელიანი 22 ნოემბერი, 2007 6 მაისი, 2008
თამარ მარტიაშვილი 6 მაისი, 2008 29 ოქტომბერი, 2008
კობა სუბელიანი (მეორეჯერ) 29 ოქტომბერი, 2008 4 ივლისი, 2012
დალი ხომერიკი 4 ივლისი, 2012 1 ოქტომბერი, 2012
დავით დარახველიძე 1 ოქტომბერი, 2012 26 ივლისი, 2014
სოზარ სუბარი 26 ივლისი, 2014 21 ივნისი, 2018
სოზარ სუბარი 21 ივნისი, 2018 14 ივლისი, 2018

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, უწყება გაუქმდა და მისი ფუნქციები სამ სამინისტროზე გადანაწილდა. დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა, მიგრაციის კომპონენტი შსს-მ შეითავსა, ხოლო სოციალური პოლიტიკა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცა.

იხილეთ აგრეთვე