მაია ცქიტიშვილი
მაია ცქიტიშვილი | ||
![]() | ||
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი | ||
---|---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | ||
30 მარტი, 2018 – 22 თებერვალი, 2021 | ||
პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილი | |
პრემიერ-მინისტრი | მამუკა ბახტაძე გიორგი გახარია | |
წინამორბედი | ზურაბ ალავიძე | |
მემკვიდრე | ირაკლი ქარსელაძე | |
დაბადებული | 2 ივნისი, 1974 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ | |
მოქალაქეობა | ![]() ![]() | |
ეროვნება | ქართველი | |
განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი | |
პროფესია | ეკონომისტი | |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
მაია ცქიტიშვილი (დ. 2 ივნისი, 1974, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და ეკონომისტი. საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და ვიცე-პრემიერი 2018 წლის 30 ივნისიდან[1] 2021 წლის 22 თებერვლამდე.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მაია ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წლის 2 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტი და სწავლობდა პრაღის ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში, საერთაშორისო ვაჭრობის ფაკულტეტზე, რის შემდეგაც სწავლა თბილისში, კავკასიის ბიზნეს სკოლაში განაგრძო. საჯარო სამსახურის დაწყებამდე მუშაობდა კერძო სექტორში. იგი იყო შპს „ქართუ მენეჯმენტი“-სა და სს „პარქაუნთი“-ს მმართველი.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგი იყო სს „ბაგები სითი ჯგუფში“ პროექტების მენეჯერი, აგრეთვე შპს „ბურჯში“ იკავებდა ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ხოლო შემდეგ კი ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. კარიერის უფრო ადრეულ ეტაპზე იგი მოღვაწეობდა საავიაციო ბიზნესში, ავიაკომპანია „Georgian Airways“-ში, უფროს მენეჯერად, ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზებში“ იკავებდა კომერციული დირექტორის თანაშემწის და ხელშეკრულების განყოფილების უფროსის პოსტს. 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2018 წლის ივნისამდე. იკავებდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობას. იგი არის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 2018 წლის 30 მარტიდან და საქართველოს ვიცე-პრემიერი 2018 წლის 17 ივლისიდან.
მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და დაიწყო ახალი მთავრობის ფორმირება, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა და რეგიონული განვითარების და ინფრასტურქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი შეცვალა. მის შემცვლელად პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე დაასახელა.[2]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანება №364 მაია ცქიტიშვილისათვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ
- ↑ „ღარიბაშვილის მთავრობაში მაია ცქიტიშვილს მისი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის“. On.ge. 19 თებერვალი, 2021. ციტირების თარიღი: 19 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მაია ცქიტიშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- მაია ცქიტიშვილი[დაარქივებული] — რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საიტი
- მაია ცქიტიშვილი[დაარქივებული] — საქართველოს მთავრობის საიტი
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ზურაბ ალავიძე |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი 30 მარტი, 2018 – 22 თებერვალი, 2021 |
შემდეგი: ირაკლი ქარსელაძე |
|
|