ალექსანდრე ჭიკაიძე
| ალექსანდრე ჭიკაიძე | |
ალექსანდრე ჭიკაიძე საკუთარ კაბინეტში | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 20 ნოემბერი, 2013 – 23 იანვარი, 2015 | |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
| წინამორბედი | ირაკლი ღარიბაშვილი |
| მემკვიდრე | ვახტანგ გომელაური |
| დაბადებული | 6 ივნისი, 1985 თბილისი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| შვილები | 2 |
| განათლება | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
| წოდება | პოლკოვნიკი |
| პროფესია | დიპლომატი |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
ალექსანდრე ჭიკაიძე (დ. 6 ივნისი, 1985, თბილისი) — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე. პოლიციის პოლკოვნიკი.[1]
2007 წელს დაასრულა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დიპლომატიის სპეციალობით. 2008-2009 წლებში მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში. 2009 წელს დაინიშნა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელად.[1]
2010-2011 წლებში დაწინაურდა და გახდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. 2011-2012 წლებში მუშაობა განაგრძო შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. 2012-2013 წლებში მსახურობდა შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი. 2013 წლის მარტიდან ნოემბრამდე იკავებდა შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას.[1]
2013 წლის 20 ნოემბერს, მას შემდეგ რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადაინაცვლა, ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად იქნა დამტკიცებული.[2] თანამდებობა 2015 წლის 23 იანვარს დატოვა.[3]
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური საიტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-01-05. ციტირების თარიღი: 2013-11-22.
- ↑ ახალმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის ნდობა მიიღო. „Civil.ge“ 20 ნოე.'13
- ↑ ალექსანდრე ჭიკაიძე გადადგა. „რადიო თავისუფლება“. 23.01.2015
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: ირაკლი ღარიბაშვილი |
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი 2013 – 2015 |
შემდეგი: ვახტანგ გომელაური |

