საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
Georgia Ministry of Sports and Youth Affairs logo.jpg
უწყების შესახებ
შეიქმნა 29 ივნისი, 2010
მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
msy.gov.ge

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია.[1] სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. სამინისტრო შეიქმნა 2010 წლის 29 ივნისს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო არის საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას.

ისტორია

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო) შეიქმნა 2004 წლის 17 თებერვალს “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. შეიმუშავებს ქვეყნის პოლიტიკას კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში და კოორდინაციას უწევს მის განხორციელებას. სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთ-ერთი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაა სპორტის დეპარტამენტი. სპორტის სფეროში სამინისტროს ამოცანებია: ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობის ორგანიზაციული და მეთოდური ხელშეწყობა, ერთიანი სპორტული კლასიფიკაციის შემუშავება, სპორტის სახეობების, პროფესიონალური და მოყვარულთა სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციების სტატუსის განსაზღვრა, სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია, მასობრივ-გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებათა ერთიანი კალენდარული გეგმის შემუშავება და სხვ.

საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის მართვის რესპუბლიკური და რეგიონალური ორგანოები შეიქმნა საბჭოურ პერიოდში, 1920-იანი წლებიდან. პირველი ასეთი ორგანიზაცია იყო 1923 წლის დეკემბერში საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დეკრეტით ჩამოყალიბებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭო, რომლის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ბოლშევიკი ივანე სტურუა. 1930 წლიდან ამ საბჭოს ჯერ ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა, შემდეგ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მაღალჩინოსანი ვლადიმერ მილშტეინი. 1936 წლის ივნისში საქართველოს სახკომსაბჭოსთან შეიქმნა ფიზიკური კულტურისა და სპორტის საქმეთა კომიტეტი, რომელიც 1953 წლის მაისიდან ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გაèგებლობაში გადავიდა. ერთი წლის შემდეგ, 1954 წლის აპრილში შეიქმნა ახალი ორგანიზაცია საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა სახელწოდება, სტრუქტურა და სტატუსი: 1959 წლის მარტში ეწოდა სპორტულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა კავშირი, 1968 წლის ივნისში კვლავ მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტად გადაკეთდა, 1986 წლის აპრილიდან კი ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტი ეწოდებოდა. 1991 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს სპორტის დეპარტამენტი, რომელიც სამი თვის შემდეგ სპორტისა და ტურიზმის სამინისტროში გაერთიანდა. საქართველოს პარლამენტის 1992 წლის ნოემბრის დადგენილებით შეიქმნა სპორტის კომიტეტი, 1993 წლის სექტემბერში სპორტის დეპარტამენტი, რომელიც 1995 წლიდან სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტად გარდაიქმნა. 2004 წლის თებერვლიდან ეს დეპარტამენტი, როგორც სახელმწიფო ქვესაუწყებო ორგანიზაცია, გაერთიანდა საქართველოს სპორტის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში.

საქართველოს სსრ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეები

საქართველოს რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარეები

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრები

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო