ილია დარჩიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ილია დარჩიაშვილი
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა4 აპრილი, 2022
პრეზიდენტი  სალომე ზურაბიშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდავით ზალკალიანი

დაბადებული21 თებერვალი, 1981 (1981-02-21) (41 წლის)
სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობადიპლომატი

ილია დარჩიაშვილი (დ. 21 თებერვალი, 1984, სიღნაღი, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი და ეკონომისტი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2022 წლის 4 აპრილიდან.[1] მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1981 წლის 21 თებერვალს სიღნაღში. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე, ეკონომიკის ბაკალავრი; 2004 წელს იგივე უნივერსიტეტი სპეციალობით საბაჟო საქმე, ეკონომიკის მაგისტრი; გრენობლის ბიზნესის სკოლა (გრენობლის მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი 2011 წელს.

2003-2004 წწ. მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“ ფინანსური კონტროლისა და ზედამხედველობის ოფიცრად; 2004-2006 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ ფიზიკური პირების მომსახურების განყოფილების უფროსად; 2006-2012 წწ. ბანკ „რესპუბლიკის“ (ჯგუფი სოსიეტე ჟენერალე) ფილიალის მმართველი; 2012-2014 წწ. მუშაობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში - საქართველოს საელჩო პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015 წწ. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; 2015 წელს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; 2015-2016 წწ. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე; 2016-2017 წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2021 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2021 წლიდან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. 2022 წლის 4 აპრილიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.[1]

მშობლიური ქართულის გარდა ფლობს ინგლისურ, პოლონურ და რუსულ ენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა“. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 2022-04-05.