ბესარიონ გუგუშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბესარიონ გუგუშვილი
ბესარიონ გუგუშვილი
Flag of Georgia (1990–2004).svg
საქართველოს 1-ლი
Coat of arms of Georgia (1918–1921, 1990–2004).svg
პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 აგვისტო, 1991 – 6 იანვარი, 1992
პრეზიდენტი  ზვიად გამსახურდია
წინამორბედითენგიზ სიგუა
მურმან ომანიძე
(დროებითი)
მემკვიდრეთენგიზ სიგუა

დაბადებული6 მაისი, 1945
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველოს დროშა საქართველო
ფინეთის დროშა ფინეთი
(პოლიტ. თავშესაფარი)
ეროვნებაFlag of Georgia (1990–2004).svg ქართველი
პოლიტიკური პარტიაწმ. ილია მართლის საზოგადოება; „ჰელსინკის კავშირი“
მამაპაატა გუგუშვილი
განათლებათბილისის უნივერსიტეტი
თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტი
პროფესიაეკონომისტი
აღმოსავლეთმცოდნე
ისტორიკოსი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებელი

ბესარიონ გუგუშვილი (დ. 6 მაისი, 1945, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი და საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი. 1994 წლიდან ემიგრაციაშია. ეკონომიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1971).

ბესარიონ გუგუშვილი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიურ ფაკულტეტზე 1962-1963 წლებში; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქეთის ისტორიის სპეციალობით 1966-1967 წლებში; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში 1967-1970 წლებში. 1973 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციის ცენტრის განყოფილების გამგე, შემდეგ დირექტორის მოადგილე.

ბესარიონ გუგუშვილი 1990-1991 წლებში იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე და იმავდროულად შერეული სახელმწიფო-კერძო კომპანიის „საქართველოს კინოკორპორაციის“ პრეზიდენტი, რომელიც შეიქმნა ყოფილი სახელმწიფო კინომატოგრაფიის კომიტეტისა და ყოფილი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ გაერთიანებისა და რეორგანიზების შედეგად (1991).

ბესარიონ გუგუშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 1991 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა, მას შემდეგ რაც თენგიზ სიგუამ 1991 წლის აგვისტოში თანამდებობა დატოვა. 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომის დროს ბესარიონი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა, ამის შემდეგ იგი 1993 წლის აჯანყებაშიც მონაწილეობდა, ზვიად გამსახურდიას მხარდამხარ. აჯანყების დამარცხებისა და გამსახურდიას სიკვდილის შემდეგ ბესარიონი 1994 წელს იყო ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას მინისტრთა კაბინეტის წევრი, 1995 წელს ფინეთისგან პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და საცხოვრებლად ფინეთში გადავიდა. 2015 წლისთვის იგი ვანტააში ცხოვრობდა.

ბესარიონ გუგუშვილი 1978 წლიდან ეწეოდა კომპიუტერული ფონტების შექმნას — ე.წ. BPG ფონტები, სხვა ნამუშევართა შორის მისი შექმნილია DejaVu ფონტების ქართული ზონა. მონაწილეობდა Nokia Pure ფონტის ქართული ზონის შექმნაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 174.
  • საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები, ტ. XVIII, ბესარიონ გუგუშვილი, ოფიციალური დოკუმენტები, ინტერვიუები, თბ., 2020 ISBN 978-9941-9653-7-1

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]