ლევან ყიფიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლევან ყიფიანი
საქართველო
საქართველოს
საქართველო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 29 აპრილი, 2015
პრეზიდენტი   მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი   ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედი ვლადიმერ ვარძელაშვილი

დაბადებული 6 სექტემბერი, 1971
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლევან ყიფიანი (დ. 6 სექტემბერი, 1971) — საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი 2012-2015 წლებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987—1995 წლებში ფეხბურთს თამაშობდა სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში, მათ შორის „დინამო თბილისში“, „შევარდენი-1906 თბილის“-ში და გერმანიის „ვორმატია ვორმუს“-ში. 1996 წლიდან მუშაობდა ფეხბურთის მწვრთნელად. დააფუძნა საფეხბურთო სკოლა „ირაო“, საქართველოს მინი-ფეხბურთის (ფუტსალის) ასოციაცია და კავშირი „ჩვენი ფეხბურთი“. 2002—2005 წლებში საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივი თბილისის“ გენერალური მენეჯერი, მმართველი დირექტორი. 2005 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი და საქართველოს პროფესიული საფეხბურთო ლიგის დირექტორთა საბჭოს წევრი. 2012-2015 წლებში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ვლადიმერ ვარძელაშვილი
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
2012 - 2015
შემდეგი: