დავით დარახველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დავით დარახველიძე
Flag of Georgia.svg
Greater coat of arms of Georgia.svg
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ოქტომბერი, 2012 – 26 ივლისი, 2014
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდალი ხომერიკი
მემკვიდრესოზარ სუბარი

დაბადებული4 ივლისი, 1958
ბოსტანა, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაეროვნული ფორუმი
პროფესიაპოლიტიკოსი

დავით დარახველიძე (დ. 4 ივნისი, 1958) — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი 2012-2014 წლებში.

დაიბადა სოფელ ბოსტანაში, ამბროლაურის რაიონში. 1980 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით, შემდეგ 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი იურისტის სპეციალობით.

1980–1993 წლებში იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს თანამშრომელი. 1998–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ხოლო 2003–2004 წლებში პრეზიდენტის რწმუნებული. 2006 წლიდან არის პოლიტიკური პარტია „ეროვნული ფორუმის“ წევრი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ეროვნული ფორუმი“ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა. საპარლამენტო არჩევნებზე დარახველიძე „ქართული ოცნების“ სახელით კენჭს იყრიდა მშობლიურ ამბროლაურში, თუმცა დამარცხდა კონკურენტთან, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გოჩა ენუქიძესთან. საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ დაამარცხა „ნაციონალური მოძრაობა“ და ქვეყნის მმართველი კოალიცია გახდა. 25 ოქტომბერს პარლამენტმა ახალი ხელისუფლების შემადგენლობა დაამტკიცა, მათ შორის მოხვდა დარახველიძეც, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრად აირჩიეს. 2014 წლის 26 ივლისს დარახველიძე თანამდებობიდან გადადგა, ის ჩაანაცვლა საქართველოს ექს-სახალხო დამცველმა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა სოზარ სუბარმა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
დალი ხომერიკი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
2012 - 2014
შემდეგი:
სოზარ სუბარი