ნოე რამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნოე რამიშვილი
ნოე რამიშვილი
Flag of Georgia (1990-2004).svg
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1918 – 17 მარტი, 1921
პრემიერ-მინისტრი   ნოე ჟორდანია

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 თებერვალი, 1919 – დეკემბერი, 1919
პრემიერ-მინისტრი ნოე ჟორდანია
წინამორბედი გრიგოლ გიორგაძე
მემკვიდრე გრიგოლ ლორთქიფანიძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1918 – 24 ივლისი, 1918
მემკვიდრე ნოე ჟორდანია

დაბადებული 7 დეკემბერი, 1881
სურები, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი 7 დეკემბერი, 1930
პარიზი, საფრანგეთი
პოლიტიკური პარტია რსდმპ (1902-1918)
სსდპ (1918-1930)
მამა ბესარიონ რამიშვილი
დედა მაკა მგელაძე
მეუღლე მარიამ გოგიაშვილი (1905-დან)
შვილები ბენო, აკაკი, ნინო, თამარი
განათლება ლაიფციგის უნივერსიტეტი
რელიგია მართლმადიდებელი

ნოე რამიშვილი (დ. 7 დეკემბერი, 1881, სურები — გ. 7 დეკემბერი, 1930, პარიზი) – ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს სოციალ–დემოკრატიული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე. ცნობილი იყო ასევე პარტიული ფსევდონიმებით: პეტრე, სემიონოვი ნ.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ ნოე რამიშვილმა სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში და ქუთაისის სასულიერი სემინარიაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1901წელს, შევიდა იურიევის უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც რევოლუციური გამოსვლებისათვის გარიცხეს და გადაასახლეს კავკასიაში. საქართველოში დაბრუნებულმა ნოე რამიშვილმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. 1902 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. არალეგალური მუშაობისთვის დააპატიმრეს, საიდანაც გაიქცა და წავიდა ემიგრაციაში. 1907 წელს, ლონდონში რსდმპ V ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისგან. 1908–1909 წლებში სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნერება და ფილოსოფია. 1910 წელს იყო რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში. რეაქციის წლებში რამიშვილი ლიკვიდატორი, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს „ობორონეცი“ იყო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ გახდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცკ–ის წევრი და პარტიულ გაზეთ „ერთობის“ რედაქტორი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ნოე რამიშვილი აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს და წევრად. 1918 წლის 22 აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად. იმავე წლის 26 მაისს აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ. ამ პოსტზე 24 ივნისს შეცვალა ნოე ჟორდანიამ, ხოლო, ნოე რამიშვილი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, პარალელურად 1919 წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი, 1919 წელს ასევე არჩეულ იქნა დამფუძნებელი კრების წევრად.

მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ. რამიშვილი ებრძოდა თბილისის სომხურ ბურჟუაზიას, ჩაახშო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული. დამფუძნებელ კრებას დააშვებინა სიკვდილით დასჯა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციის და დიქტატორული მისწრაფებების გამო.

რამიშვილის ფოტო ტფილისის პოლიციის არქივიდან

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს, რამიშვილი საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო 1924 აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი. რამიშვილი აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტულ მოძრაობაში.

1930 წლის 7 დეკემბერს ქართველმა ემიგრანტმა პარმენ ჭანუყვაძემ „ჩეკას" დავალებით მოკლა პარიზში. დაკრძალეს ბანიოს სასაფლაოზე, შემდეგ კი გადაასვენეს ლევილში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამიშვილს ეკუთვნის ნაშრომები: „ისტორიული მატერიალიზმი“ (1911 წ.), რომელსაც ახლავს ნოე ჟორდანიას წინასიტყვაობა, „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“ (კონსტანტინოპოლი, 1922 წ.), „საქართველო და რუსეთი“ (პარიზი, 1924 წ.), „დემოკრატიული სოციალიზმი“ (პარიზი, 1931 წ.) და სხვა.

  • ნოე რამიშვილი საქართველო და რუსეთი. — არტანუჯი. — ISBN 99940-55-29-1
  • ნოე რამიშვილი საქართველო და რუსეთი. — ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა. — ISBN 978-9941-18-004-0
  • ნოე რამიშვილი დემოკრატიული სოციალიზმი. — უნივერსალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აკაკი რამიშვილი ჩვენი შეცდომები, 1918-1921 = Nos erreurs, 1918-1921. — ქართ.-ინგლ. ხელოვნ. და კულტ. საერთ. ასოციაცია. — ISBN 99940-58-64-9
  • სიხარულიძე იური, „ნოე რამიშვილი“ — თბილისი, რაეო, 2006
  • ჭუმბურიძე დოდო, „ისტორიული პორტრეტები. წერილები“ — თბილისი, უნივერსალი, 2012

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: