დავით ბაქრაძე (პოლიტიკოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დავით ბაქრაძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით ბაქრაძე
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა5 დეკემბერი, 2016
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
მამუკა ბახტაძე

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 ნოემბერი, 2014 – 27 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიალექსი პეტრიაშვილი
მემკვიდრევიქტორ დოლიძე

დაბადებული30 დეკემბერი, 1975
თბილისი, საქართველოს სსრ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
შვილები3
განათლებაივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დავით ბაქრაძე (დ. 30 დეკემბერი, 1975, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი. 2014-2016 წლებში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით ბაქრაძე სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

1996 წელს მსახურობდა საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში. 90-იანი წლების მიწურულს იგი მსახურობდა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხვადასხვა დეპარტამენტში. 2002 წელს მან დაიწყო დიპლომატიური სამსახური საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2002-2005 წლებში იგი იყო ჟენევაში გაეროს ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის, შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი. 2008 წლამდე იგი იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსის პოსტს. 2008-2012 წლებში დავით ბაქრაძე მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული. 2012 წლის აპრილიდან 2014 წლის ნოემბრამდე იგი მსახურობდა როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში. 2014 წლის ნოემბერში დავით ბაქრაძე დაინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.[1] 2016 წლის დეკემბრიდან არის ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]