მინდია ჯანელიძე
| მინდია ჯანელიძე | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 4 ნოემბერი, 2014 – 1 მაისი, 2015 | |
| პრეზიდენტი | გიორგი მარგველაშვილი |
| პრემიერ-მინისტრი | ირაკლი ღარიბაშვილი |
| წინამორბედი | ირაკლი ალასანია |
| მემკვიდრე | თინა ხიდაშელი |
| დაბადებული | 26 ივლისი, 1978 თბილისი, საქართველო |
| მოქალაქეობა | |
| ეროვნება | ქართველი |
| რელიგია | მართლმადიდებელი |
მინდია ჯანელიძე (დ. 26 ივლისი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 წლის 4 ნოემბრიდან – 2015 წლის 1 მაისამდე.
2000-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის ოფიცრად; 2004-2007 წლებში — საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის განყოფილების უფროსად, 2007-2008 წლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სამსახურში, ოპერატიული სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, 2008-2012 წლებში საქართველოს დაზვერვის სამსახურში, ინფორმაციული დირექტორატის სამმართველოს უფროსად. 2012 წლიდან 2014 წლის დასაწყისამდე ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს.[1]
2014 წლის 22 იანვრიდან – 2014 წლის 4 ნოემბრამდე და 2015 წლის 1 მაისიდან – 2017 წლის 13 ნოემბრამდე ორჯერ მუშაობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის თანამდებობაზე.[2].
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, მინიჭებული აქვს მედალი „მაღალი პროფესიონალიზმისთვის“. ფლობს ინგლისურ, თურქულ, რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მინისტრთა კაბინეტის წევრთა კვალიფიკაციები
- ↑ ვინ არის მინდია ჯანელიძე დაარქივებული 2014-11-08 საიტზე Wayback Machine. . „რუსთავი 2“. 2014-11-05
| პოლიტიკური თანამდებობები | ||
|---|---|---|
| წინამორბედი: ირაკლი ალასანია |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი 2014 — 2015 წწ. |
შემდეგი: თინა ხიდაშელი |

