საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
Ministry of Regional Development and Infrastructure of Georgia 02.png
უწყების შესახებ
მინისტრი მაია ცქიტიშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.mrdi.gov.ge

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეიქმნა 2009 წლის 1 თებერვალს. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სამინისტროს დებულების შესაბამისად.[3]. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს და მისი კომპეტენცია დგინდება კანონით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

სტრუქტურა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები. სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მინისტრის სამართლებრივი აქტით შეიძლება შეიქმნას სამმართველოები.

სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

  • ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;
  • მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტი;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;
  • სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტი;
  • ევროინტეგრაციის დეპარტამენტი;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი;
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების დეპარტამენტი;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტი;
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი.

სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ხოლო სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

სამინისტროს ფუნქციები

სამინისტროს მმართველობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარების პოლიტიკა, საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიეროტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ამოცანებია:

  • სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებული სფეროებისა და დარგების განვითარების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების, კონცეფციებისა და სახელმწიფო პროგ­რამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის ნორმატიული და სხვა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღების შემდეგ მათი განხორციელების კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;
  • მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის, ცენტრალური, რეგიონული მმართველობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნისა და გადანაწილების საკითხებზე წინადადებების შემუშავება;
  • საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, მათ შორის, ცხოვრებისა და დასაქმების დონის ანალიზი და პროგნოზირება; საქართველოში წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა და კოორდინაცია;
  • ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება კომპეტენციის ფარგლებში;
  • თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობებისა და ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე წინადადებების მომზადება;
  • საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის, ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად წინადადებების მომზადება;
  • კომპეტენციის ფარგლებში სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო საქმიანობაში მონაწილეობა;
  • თვითმმართველი ერთეულის შექმნის, გაუქმების ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის თაობაზე საქართველოს მთავრობისათვის წარსადგენი წინადადებების მომზადება;
  • სახელმწიფო რწმუნებულების _ გუბერნატორების საქმიანობის კოორდინაცია და კომპეტენციის ფარგლებში მონიტორინგი;
  • სახელმწიფო რწმუნებულების _ გუბერნატორების ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხების კოორდინაცია;
  • სამხედრო-სამობილიზაციო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, სამობილიზაციო და სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამხედრო სამსახურების მიერ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვის, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის სამუშაოთა კოორდინაცია;
  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების განხორციელების კოორდინაცია;
  • საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო- ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
  • კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს რეგიონებისა და თვითმმართველი ერთეულების საერთაშორისო, მათ შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
  • სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება-განხორციელებაში მონაწილეობა, საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსა და მათ რეგიონალურ სტრუქტურებთან თანამშრომლობა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2018 წლის 14 ივლისი #3141–რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გაუქმდა და დევნილთათვის განსახლების ფუნქცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადავიდა.

სამინისტროს ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კონსტიტუციით[4], „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“[5]საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და სამინისტროს დებულებით დადგენილ ფარგლებში[6] ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით.

მინისტრი

სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მართვასა და კოორდინაციას.

მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, განსაზღვრავს სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მოხელეთა და დამხმარე მოსამსახურეთა პოზიციების დასახელებებსა და თანამდებობრივ სარგოებს. იგი, ასევე, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს. მინისტრი ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს. თვალყურს ადევნებს მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას.

მინისტრი მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს; ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს. მინისტრი ამტკიცებს საავტომობილო გზების შეკეთების, მოვლა-შენახვის, საექსპლუატაციოდ მიღების მომწესრიგებელ კანონქვემდებარე აქტებს; იგი მონაწილეობს მთავრობის სხდომების მუშაობაში და პრემიერ-მინისტრს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ. იგი უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარდგენილი ანგარიშების შესწავლასა და შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

მინისტრი საქართველოს პარლამენტში განსახილველად მთავრობას წარუდგენს წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის შექმნა-გაუქმების ან/და მათი ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ. მინისტრი გამოსცემს ბრძანებებს კანონმდებლობის, საქართველოს პრეზიდენტის ან მთავრობის სამართლებრივი აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

პირველი მოადგილე

პირველი მოადგილის უშუალო საკურატორო სფეროდ განისაზღვრება:

  • იურიდიული დეპარტამენტი;
  • თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტი;
  • ეკონომიკური დეპარტამენტი;
  • რეფორმებისა და ინოვაციების დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური;
  • რეფორმების ცენტრი;
  • მუნიციპალური განვითარების ფონდი

მინისტრის აპარატი

მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს მინისტრის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას. ასევე, მონაწილეობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა ორგანოების საქმიანობის კოორდიანციაში. იგი ორგანიზებას უწევს სამინისტროს სათათბირო ორგანოების სხდომებსა და მინისტრის მიერ დანიშნული სხვა თათბირების გამართვას და აწარმოებს სხდომის ოქმებს. მინისტრის აპარატი ასრულებს მინისტრის ცალკეული დავალებებსაც.

რეკვიზიტები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
  3. სამინისტროს დებულება
  4. საქართველოს კონსტიტუცია
  5. საქართველოს კანონი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ
  6. დებულება