მიხეილ ჯანელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიხეილ ჯანელიძე
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 დეკემბერი, 2015 – 13 ივნისი, 2018
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი
წინამორბედიგიორგი კვირიკაშვილი
მემკვიდრედავით ზალკალიანი

დაბადებული29 მარტი, 1981
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი

მიხეილ ჯანელიძე (დ. 29 მარტი, 1981) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2015-2018 წლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი 2017-2018 წლებში. მანამდე ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი მოადგილის თანამდებობები.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009-2015 წლებში მიხეილ ჯანელიძე მუშაობდა სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში. თავდაპირველად საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის, ხოლო 2011 წლიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. აღნიშნულ წლებში იყო ევროკავშირთან ვაჭრობის შეთანხმების საკითხებზე საქართველოს მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი და სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათშორისი კომისიების თავმჯდომარე. საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე საქმიანობდა კერძო სექტორში საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით, როგორც ბიზნესის განვითარებისა და მართვის მენეჯერი და მეწარმე.

საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, 2015 წლის სექტემბრიდან მიხეილ ჯანელიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა და წარმართავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან საქართველოს ურთიერთობებს, ასევე ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებს. მინისტრის თანამდებობა მან 2018 წლის ივნისში, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ დატოვა.[1]

ფლობს ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს მიხეილ ჯანელიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი. 2003-2006 წლებში სწავლა გააგრძელა საერთაშორისო სამართლისა და ევროპული სამართლის სპეციალობით დიპლომატიურ აკადემიაში, რუსეთის ფედერაციაში. 2011 წელს საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლესი სკოლის მიერ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი, ხოლო კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ - მმართველთათვის საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. 1996-1997 წლებში სწავლობდა გერმანიაში, ქ. ვადერნის ჰოხვალდის გიმნაზიაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს, საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, მიხეილ ჯანელიძეს ღირსების ორდენი მიენიჭა.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
გიორგი კვირიკაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრი
30 დეკემბერი, 2015 - 13 ივნისი, 2018
შემდეგი:
დავით ზალკალიანი