საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
Georgia MIA logo.jpg
სამინისტროს გერბი
უწყების შესახებ
წინამორბედი უწყება შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი
მინისტრი გიორგი მღებრიშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
www.police.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსაქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]

ისტორია

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული საბჭოს კრებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩამოყალიბდა, რომლის ფუნქციებს განეკუთვნებოდა კონტრრევოლუციური გამოსვლებისა და ბოლშევიკური აგიტაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახაზინო ქონების მითვისების აღმოფხვრა და ა.შ.

1921 წლის 25 თებერვალს ქართველმა ბოლშევიკებმა რუსეთის დახმარებით საქართველოს მენშევიკური მთავრობა დაამხეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაუქმდა და საქართველოს რევკომის 1921 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი ჩამოყალიბდა.

1936 წლამდე საქართველოს ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შედიოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში, სამმართველო ექვემდებარებოდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს. 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასთან დაკავშირებით საქართველოს ავტონომიურმა საბჭოთა სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიიღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის 1937 წლის 1 იანვრის №004 ბრძანებით საქართველოს ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამმართველო გარდაიქმნა სახალხო კომისარიატად.

1941 წლის 8 აგვისტოს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატი და საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატი გაერთიანდა. 1953 წლის 15 აპრილს საქართველოს სსრ უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი საქართველოს სსრ სამინისტროების გარდაქმნის შესახებ, რომლის თანახმად, საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო და საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ, შინაგან საქმეთა სამინისტროდ გაერთიანდა.

1954 წლის 10 აპრილს, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან შეიქმნა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (სუკ). 1962 წლის 18 სექტემბრის ბრძანებულებით კი - საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის რესპუბლიკურ სამინისტროდ გარდაიქმნა, რომელსაც 1968 წლის 19 ნოემბერს ძველი სახელწოდება, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუბრუნდა.

2003 წლის 23 ნოემბრის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს სამართალდამცავ სფეროში განხორციელდა ფართომასშტაბიანი რეფორმები, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუერთდა.

2015 წლის 1 აგვისტოს რეფორმირების პროცესს შედეგად მოჰყვა საპოლიციო სისტემის და სახელმწიფო უსაფრთხოების სერვისების ორგანიზაციული და ინსტიტუციური გამიჯვნა და დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ჩამოყალიბება.

სამინისტროს ძირითადი ფუნქციები:

  • დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • დანაშაულის და სხვა სამართალდარღვევების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
  • სახელმწიფო საზღვრის დაცვა და კონტროლი (საზღვაო საზღვრის ჩათვლით);
  • სტრატეგიული მილსადენების დაცვა;
  • არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია;
  • სალიცენზიო, სანებართვო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება;
  • საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების ჩატარება;
  • საგანგებო მდგომარეობისა და ომიანობის დროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
  • საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებების იმპლემენტაცია;
  • სასამართლო-საექსპერტო საქმიანობა;
  • პოლიციელების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების სწავლება და მათი პროფესიული განვითარება.

სტრუქტურა

სამინისტრო იყოფა სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებად: დეპარტამენტები, სამმართველოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ჩამოყალიბებული დაწესებულებები. მათ შორის აღსანიშნავია: სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი და მინისტრის 4 მოადგილე.

საპოლიციო ქვედანაყოფები:

  • ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
  • ერთობლივი ოპერაციების ცენტრი;
  • სასაზღვრო პოლიცია (საქვეუწყებო დაწესებულება);
  • ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (დეპარტამენტი);
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი;
  • ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტი;
  • მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
  • შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
  • ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი;
  • კახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
  • სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი;
  • იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი;
  • გურიის პოლიციის დეპარტამენტი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი.

სპეციალური ქვედანაყოფები:

  • სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი;
  • განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი;
  • ობიექტების დაცვის დეპარტამენტი.

სსიპ-ები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
  • დაცვის პოლიციის დეპარტამენტი;
  • 112;
  • მომსახურების სააგენტო;
  • ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
  • სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი;
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (დეპარტამენტი).

სხვა ქვედანაყოფები:

  • სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
  • გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
  • ეკონომიკური დეპარტამენტი;
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
  • ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი;
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი;
  • საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;
  • ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • კვლევის და განვითარების დეპარტამენტი;
  • საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
  • დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
  • მიგრაციის დეპარტამენტი;
  • იურიდიული დეპარტამენტი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი

საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები

საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრები

რეკვიზიტები

  • მისამართი: ქ. თბილისი, გულუას ქ. №10
  • ტელეფონი: +(995) 32 99 53 50, 98 39 43

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. მინისტრთა კაბინეტი
  2. საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.