ირაკლი მენაღარიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მენაღარიშვილი.
ირაკლი მენაღარიშვილი
ირაკლი მენაღარიშვილი
ირაკლი მენაღარიშვილი 2001 წელს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 დეკემბერი, 1995 – 29 ნოემბერი, 2003
პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიალექსანდრე ჩიკვაიძე
მემკვიდრეთედო ჯაფარიძე

საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 ნოემბერი, 1992 – 1 სექტემბერი, 1993
პრემიერ-მინისტრითენგიზ სიგუა, ოთარ ფაცაცია
წინამორბედიმანანა ძოძუაშვილი
მემკვიდრეჰამლეტ ჭიპაშვილი

საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1986 – 1 იანვარი, 1991
პრემიერ-მინისტრიდიმიტრი ქართველიშვილი, ოთარ ჩერქეზია, ზურაბ ჩხეიძე, ნოდარ ჭითანავა, თენგიზ სიგუა
წინამორბედიგელა ლეჟავა
მემკვიდრემანანა ძოძუაშვილი

დაბადებული18 მაისი, 1951
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაქართველო
ეროვნებაქართველი
მამაათინოგენ მენაღარიშვილი
შვილები2
რელიგიამართლმადიდებელი
ჯილდოებიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

ირაკლი ათინოგენის ძე მენაღარიშვილი (დ. 18 მაისი, 1951, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი (2018).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირაკლი მენაღარაშვილი დაიბადა 1951 წლის 18 მაისს ქალაქ თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი სამკურნალო საქმის სპეციალობით. 1971 წლის 1 ოქტომბრიდან 1973 წლის 1 ოქტომბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის, სამკურნალო ფაკულტეტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1973 წლის 1 ოქტომბრიდან 1975 წლის 1 ნოემბრამდე იყო თბილისის სახ. სამედიცინო ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივანი. 1975 წლის 1 ნოემბრიდან 1978 წლის 1 თებერვლამდე იყო კომკავშირის თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის პირველი მდივანი. 1978 წლის 1 თებერვლიდან 1980 წლის 1 აპრილამდე იყო საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების გამგე.

1980 წლის 1 აპრილიდან 1982 წლის 1 მაისამდე იყო ქალაქ თბილისის ჯანდაცვის სამმართველოს უფროსი. 1982 წლის 1 იანვრიდან 1986 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. 1986 წლის 1 იანვრიდან 1991 წლის 1 იანვრამდე იყო საქართველოს სსრ-ის ჯანდაცვის მინისტრი. 1991 წლის 1 იანვრიდან 1992 წლის 1 იანვრამდე იყო სტრატეგიული გამოკვლევის ცენტრის დირექტორი. 1992 წლის 1 მაისიდან 1992 წლის 1 ნოემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი, საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი.

1992 წლის 1 ნოემბრიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე იყო საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი. 1993 წლის 1 სექტემბრიდან 1995 წლის 1 დეკემბრამდე იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოადგილე. 1995 წლის 15 დეკემბრიდან 2003 წლის 29 ნოემბრამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აქვს მინიჭებული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018) „საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა“. ghn.ge. 29 მაისი, 2018. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)