საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო | |
უწყების შესახებ | |
---|---|
შეიქმნა | 2017 |
მინისტრი | ოთარ შამუგია |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mepa.gov.ge |
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) მთავრობის წევრია[1]. სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს[2].
ისტორია
სამინისტრო შეიქმნა 2017 წლის 7 დეკემბერს ორი უწყების, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანების შედეგად. გაერთიანებამდე ეს ორი სამინისტრო ცალკე უწყების სახით არსებობდა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1950 წლიდან, ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო 1991 წლიდან. საქართველოში პირველი სახელმწიფო გარემოს დაცვითი ორგანო შეიქმნა 1974 წელს ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტის სახით. მისი საქმიანობა ძირითადად სახელმწიფო კონტროლისა და დარგთაშორისი კოორდინაციის ფუნქციით შემოიფარგლებოდა. 1991 წელს კი შეიქმნა გარემოს დაცვის სამინისტრო.
მინისტრები
სოფლის მეურნეობის მინისტრები
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი
- ნოე ხომერიკი, 26 მაისი, 1918 - 17 მარტი, 1921
საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრები
საქართველოს სსრ მიწათმოქმედების სამინისტროს, ტექნიკური კულტურების სამინისტროსა და მეცხოველეობის სამინისტროს საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის სამინისტროდ გაერთიანების შესახებ გამოიცა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება. გაზეთი კომუნისტი, ქ. თბილისი, 1947 წლის 19 მარტის N58.
- ვახტანგ ვასილის ძე მირიანაშვილი, 1950 - 16 ივლისი, 1952
- ალექსანდრე (საშა) ბედიაშვილი, 16 ივლისი, 1952 - 15 აპრილი, 1953
- მიხეილ ივანეს ძე ბარამია, 15 აპრილი, 1953 — სექტემბერი, 1953
- მიხეილ პორფილეს ძე გიორგაძე, სექტემბერი, 1953 - 5 მარტი, 1954
- სერგი ვასილის ძე დურმიშიძე, 5 მარტი, 1954 - ოქტომბერი, 1955
- ვლადიმერ გიორგის ძე ქერქაძე, ოქტომბერი, 1955 - 2 ივნისი, 1957
- გიორგი ერმალაოზის ძე ალავიძე, 2 ივნისი, 1957 - 1958
- შოთა ილარიონის ძე ჭანუყვაძე, 1958 - 1960
- მიტროფანე იონას ძე კუჭავა, 1960 - დეკემბერი, 1962
- ზაალ ბესარიონის ძე გელდიაშვილი, დეკემბერი, 1962 - 1964
- იოსებ გიორგის ძე რთველიაშვილი
- ნოდარ ამბროსის ძე ჭითანავა, 1974 - 1979
- შოთა მათეს ძე ეცადაშვილი, 1979 - 1990
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრი
- ნოდარ ჭითანავა, 15 ნოემბერი, 1990 – 1992
საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრები
- გიორგი კვესიტაძე, 1992 - 1994
- ბაკურ გულუა, 1994 – 25 მაისი, 2000
- დავით კირვალიძე, 25 მაისი, 2000 - 17 თებერვალი, 2004
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრები
- დავით შერვაშიძე, 17 თებერვალი, 2004 – 17 დეკემბერი, 2004
- მიხეილ სვიმონიშვილი, 17 დეკემბერი, 2004 – 10 ნოემბერი, 2006
- პეტრე ცისკარიშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 29 აპრილი, 2008
- ბაკურ კვეზერელი, 1 მაისი, 2008 – 20 ოქტომბერი, 2011
- ზაზა გოროზია, 20 ოქტომბერი, 2011 – 25 ოქტომბერი, 2012
- დავით კირვალიძე, 25 ოქტომბერი, 2012 - 2 მაისი, 2013
- შალვა ფიფია, 2 მაისი, 2013 - 26 ივლისი, 2014
- ოთარ დანელია, 26 ივლისი, 2014 - 9 სექტემბერი, 2016
- ლევან დავითაშვილი, 9 სექტემბერი, 2016 - 15 დეკემბერი, 2017
გარემოს დაცვის მინისტრები
საქართველოს რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრები
- შოთა ადამია, 1991 - 1992
- შოთა ადამია, 24 ნოემბერი, 1992 – 21 დეკემბერი, 1995
- ნინო ჩხობაძე, 21 დეკემბერი, 1995 – 17 თებერვალი, 2004
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრები
- თამარ ლებანიძე, 17 თებერვალი, 2004 — 18 თებერვალი, 2005
- გიორგი პაპუაშვილი, 18 თებერვალი, 2005 — 21 ივლისი, 2006
- დავით ტყეშელაშვილი: 21 ივლისი, 2006 — 30 აგვისტო, 2007
- დავით ჩანტლაძე, 30 აგვისტო, 2007 — 31 იანვარი, 2008
- ზაალ გამცემლიძე, 31 იანვარი, 2008 — 29 აპრილი, 2008
- ირაკლი ღვალაძე, 29 აპრილი, 2008 — 1 ნოემბერი, 2008
- გიორგი ხაჩიძე, 2 ნოემბერი, 2008 —31 აგვისტო, 2012
- გიორგი ზედგინიძე, 1 სექტემბერი, 2012 — 25 ოქტომბერი, 2012
- ხათუნა გოგალაძე, 25 ოქტომბერი, 2012 — 26 ივლისი, 2014
- ელგუჯა ხოკრიშვილი, 26 ივლისი, 2014 — 28 აპრილი, 2015
- გიგლა აგულაშვილი, 1 მაისი, 2015 — 15 დეკემბერი, 2017
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (2017 წლის 7 დეკემბერი #1620-რს) საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი შეუერთდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ხოლო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შეუერთდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ჩამოყალიბდა ახალი უწყება, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო[3].
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
- ლევან დავითაშვილი, 15 დეკემბერი, 2017 – 9 თებერვალი, 2022
- ოთარ შამუგია, 9 თებერვალი, 2022 – დღემდე
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალური საიტი[დაარქივებული]
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური საიტი[დაარქივებული]
სქოლიო
- ↑ მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-05. ციტირების თარიღი: 2009-08-29.
- ↑ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
- ↑ საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-09. ციტირების თარიღი: 2018-09-08.