ვერა ქობალია
ვერა ქობალია | |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2 ივლისი, 2010 – 25 ოქტომბერი, 2012 | |
პრეზიდენტი | მიხეილ სააკაშვილი |
პრემიერ-მინისტრი | ნიკოლოზ გილაური, ივანე მერაბიშვილი |
წინამორბედი | ზურაბ პოლოლიკაშვილი |
მემკვიდრე | გიორგი კვირიკაშვილი |
დაბადებული | 24 აგვისტო 1981 სოხუმი, აფხაზეთის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
ვერა ქობალია (დ. 24 აგვისტო 1981, სოხუმი)[1] — ქართველი პოლიტიკოსი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2010 წლის 2 ივლისიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე.
1999 წელს დაამთავრა მეფე გეორგის სახელობის საშუალო სკოლა, ხოლო 2004 წელს — ბრიტანეთის კოლუმბიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ბიზნესის მართვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
ვერა ქობალია დაიბადა 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში. აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად 1996 წელს ოჯახთან ერთად ემიგრირებული იყო კანადაში.[2] 2010 წლის თებერვალში ვერა ქობალია დაბრუნდა საქართველოში და სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას – „კოალიცია სამართლიანობისათვის“, რომელიც დევნილთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობდა.
„მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. იგი ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა. ორგანიზაცია ახალგაზრდა ლიდერებს მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად მათი პროფესიული მიღწევებისა და საზოგადოების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით არჩევს. საპატიო კომისიის თავმჯდომარე იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულაა.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვერა ქობალია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ოფიციალურ საიტზე
- ვერა ქობალია ტვიტერზე
- 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერთა სია
- მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი დაარქივებული 2012-03-11 საიტზე Wayback Machine.
- YGL 2012 - ვერა ქობალია
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ოფიციალური ბიოგრაფია. Government of Georgia website. ციტირების თარიღი: 2010-07-31.
- ↑ „Cabinet Slightly Reshuffled“. Civil Georgia (English). Tbilisi. 2010-06-25. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-05. ციტირების თარიღი: 2010-07-31. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი:
|coauthors=
(დახმარება) - ↑ YGL Honorees 2012 (PDF). Weforum.org.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-25. ციტირების თარიღი: 2016-02-02.
პოლიტიკური თანამდებობები | ||
---|---|---|
წინამორბედი: ზურაბ პოლოლიკაშვილი |
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი 2010 — 2012 |
შემდეგი: გიორგი კვირიკაშვილი |