ელგუჯა ხოკრიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 ივლისი, 2014 – 28 აპრილი, 2015
პრეზიდენტი  გიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიხათუნა გოგალაძე
მემკვიდრეგიგლა აგულაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
15 აპრილი, 2014 – 26 ივლისი, 2014
პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
წინამორბედიდავით ნარმანია
მემკვიდრედავით შავლიაშვილი

დაბადებული24 აპრილი, 1973 (47 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
საქმიანობაეკონომისტი
პოლიტიკოსი

ელგუჯა ხოკრიშვილი (დ. 24 აპრილი, 1973) — ქართველი ეკონომისტი, თანამდებობის პირი. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში. [1] 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2002 წელს მიიღო პოტსდამის უნივერსიტეტის ეკონომიკის ბაკალავრის წოდება. 2004 წელს გახდა ბიზნესის და ეკონომიკის მაგისტრი. 2008 წელს გახდა ეკონომიკურ და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. 1999-2003 წლებში იყო იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის მკვლევარი მეცნიერი. 2006 წელს იყო გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს ექსპერტი. 2004-2008 წლებში იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი. 2009-2010 წლებში იყო პოტსდამის უნივერსიტეტის ფინანსების კათედრის პროექტის მმართველი. 2010-2011 წლებში იყო ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტის მმართველი. 2010-2011 წლებში მუშაობდა პროგრამებისა და განათლების განვითარების პროფესიონალთა ჯგუფში, ვანკუვერში, კანადაში, იკავებდა კონსულტანტის თანამდებობას. 2011 წელს იყო ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ექსპერტი. 2011 წელს იყო „GOPA კონსალტინგის“ ექსპერტი (გერმანია). 2012 წელს იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 2012 წელს იყო ფონდი „ღია საზოგადოების“ (OSF) ექსპერტი. 2012 წელს – კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (CIESR) გამგეობის თავმჯდომარე. 2012-2014 წლებში იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი. 2014 წლის 15 აპრილიდან – 21 ივლისამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. 2014-2015 წლებში იყო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი. ხოკრიშვილს გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი პუბლიკაცია საგადასახადო და სოციალური პოლიტიკის, ფისკალური დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებისა და რეგიონული ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების შესახებ ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე. 2018 წლიდან არის საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]