X | |
---|---|
საიტი | twitter.com |
სლოგანი |
ინგლ. What's happening? ქართ. რა ხდება? |
საიტის ტიპი | სოციალური ქსელი, მიკრობლოგინგი |
რეგისტრაცია | აუცილებელი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური, ესპანური, კორეული, იაპონური, გერმანული, ფრანგული, იტალიური |
მფლობელი | X Corp. |
შემქნელი | ჯეკ დორსი, ევან უილიამსი, ბიზ სტოუნი |
შემოსავალი | 140 მლნ აშშ დოლარი (2010)[1] |
Twitter, ამჟამად რებრენდინგის პროცესში X — საიტი, რომელსაც ფლობს X Corp., Twitter Inc.-ის მემკვიდრე. იგი მოიცავს სოციალური ქსელისა და მიკრობლოგინგის სერვისებს. მომხმარებლებს შეუძლიათ გაგზავნონ და წაიკითხონ შეტყობინებები — „ტვიტები“ (tweets). ტვიტი არის 280-ამდე (ან 140-მდე — ჩინური, იაპონური და კორეული დამწერლობებისთვის; ასევე, 2017 წლამდე — ყველა დამწერლობისთვის) სიმბოლოსგან შემდგარი ტექსტური პოსტი, რომელიც მომხმარებლის გვერდზე ჩანს.
მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ და გაგზავნონ ტვიტები ტვიტერის ვებგვერდის, თავსებადი გარე აპლიკაციების, ან მოკლეტექსტური შეტყობინების სერვისის მეშვეობით[2]. ვებსაიტის მთავარი ოფისი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ტვიტერს ოფისები და სერვერები აქვს აგრეთვე სან-ანტონიოსა და ბოსტონში.
2006 წლიდან ტვიტერმა მოიპოვა მსოფლიო პოპულარობა. დღესდღეობით მას ჰყავს დაახლოებით 190 მილიონი მომხმარებელი და ყოველდღიურად აგენერირებს 65 მილიონ შეტყობინებას.[3] ზოგჯერ მას „ინტერნეტის SMS“-ს უწოდებენ.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Fitton, Laura (2009). Twitter for Dummies. Hoboken, NJ: Wiley Publishing. ISBN 9780470479919.
- Twitter Search. Available at: https://support.twitter.com/articles/132700-using-twitter-search
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ http://bits.blogs.nytimes.com/2009/07/15/hacker-exposes-private-twitter-documents/?hpw.
- ↑ Using Twitter With Your Phone. Twitter Support. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-15. ციტატა: „We currently support 2-way (sending and receiving) Twitter SMS via short codes and 1-way (sending only) via long codes.“ ციტირების თარიღი: 2010-06-01.
- ↑ twitter.com - Quantcast Audience Profile. Quantcast.com. ციტირების თარიღი: 2010-10-30.
- ↑ D'Monte, Leslie. (April 29, 2009) Swine flu's tweet tweet causes online flutter. Business Standard. ციტატა: „Also known as the 'SMS of the internet', Twitter is a free social networking and micro-blogging service“ ციტირების თარიღი: May 28, 2009.