საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო | |
![]() სამინისტროს გერბი | |
უწყების შესახებ | |
---|---|
მინისტრი | ჯუანშერ ბურჭულაძე |
უწყების ტიპი | სამინისტრო |
საიტი | |
www.mod.gov.ge |
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო — საქართველოს სამინისტრო, რომლის ხელმძღვანელი (მინისტრი) საქართველოს მთავრობის წევრია.[1] 1991 წლის 9 სექტემბერს საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას №187 ბრძანებულებით, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო, რომელსაც დაევალა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული არმიის ჩამოყალიბება და საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის მატერიალუტ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ეროვნული გვარდია დაექვემდებარა უშუალოდ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს.
1991 წლის 15 სექტემბრის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით „საქართველოს რესპუბლიკაში სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ“, საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სსრ კავშირის შეიარაღებული ძალები გამოცხადდა საოკუპაციო სამხედრო ძალად და დაისვა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიიდან მისი გაყვანის საკითხი.
სამინისტრო ანგარიშვალდებულია მთავრობის წინაშე და ასრულებს მისსავე ან პრემიერ-მინისტრის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.[2]
მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გრიგოლ გიორგაძე, 26 მაისი, 1918 – 13 თებერვალი, 1919
- ნოე რამიშვილი, 14 თებერვალი, 1919 – დეკემბერი, 1919
- გრიგოლ ლორთქიფანიძე, იანვარი, 1920 – 23 სექტემბერი, 1920
- ილია ოდიშელიძე (მოვალეობის შემსრულებელი), 23 სექტემბერი, 1920 - 10 ნოემბერი, 1920
- პარმენ ჭიჭინაძე, 10 ნოემბერი, 1920 – 25 თებერვალი, 1921
საქართველოს სსრ სამხედრო-საზღვაო ფლოტის სახალხო კომისარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საქართველოს სსრ სამხედრო კომისარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ვახტანგ მურუსიძე, 1962-1979
- ლევან შარაშენიძე, 1979-1989
საქართველო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯონი ფირცხალაიშვილი, 15 სექტემბერი, 1991 – 2 იანვარი, 1992
- ლევან შარაშენიძე (მოვალეობის შემსრულებელი), 2 იანვარი, 1992 – 8 მაისი, 1992
- თენგიზ კიტოვანი (მოვალეობის შემსრულებელი), 8 მაისი, 1992 – 5 მაისი, 1993
- გიორგი ყარყარაშვილი, 6 მაისი, 1993 – 11 თებერვალი, 1994
- ვარდიკო ნადიბაიძე, 25 აპრილი, 1994 – 27 აპრილი, 1998
- დავით თევზაძე, 28 აპრილი, 1998 – 17 თებერვალი, 2004
საქართველოს თავდაცვის მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გელა ბეჟუაშვილი, 17 თებერვალი, 2004 – 10 ივნისი, 2004
- გიორგი ბარამიძე, 10 ივნისი, 2004 – 17 დეკემბერი, 2004
- ირაკლი ოქრუაშვილი, 17 დეკემბერი, 2004 – 10 ნოემბერი, 2006
- დავით კეზერაშვილი, 10 ნოემბერი, 2006 – 9 დეკემბერი, 2008
- ვასილ სიხარულიძე, 9 დეკემბერი, 2008 – 27 აგვისტო, 2009
- ბაჩანა ახალაია, 27 აგვისტო, 2009 – 4 ივლისი, 2012
- დიმიტრი შაშკინი, 4 ივლისი, 2012 – 25 ოქტომბერი, 2012
- ირაკლი ალასანია, 25 ოქტომბერი, 2012 – 4 ნოემბერი, 2014
- მინდია ჯანელიძე, 4 ნოემბერი, 2014 – 1 მაისი, 2015
- თინათინ ხიდაშელი, 1 მაისი, 2015 – 1 აგვისტო, 2016
- ლევან იზორია, 1 აგვისტო, 2016 – 8 სექტემბერი, 2019
- ირაკლი ღარიბაშვილი, 8 სექტემბერი, 2019 – 22 თებერვალი, 2021
- ჯუანშერ ბურჭულაძე, 22 თებერვალი, 2021 – დღემდე
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტი
- საქართველოს მთავრობა დაარქივებული 2011-07-17 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ მინისტრთა კაბინეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-09. ციტირების თარიღი: 2011-10-20.
- ↑ საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის შესახებ. თავი VI, მუხლი 15, პუნქტი 1.
|