შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
Sherigeba logo.png
უწყების შესახებ
მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი
უწყების ტიპი სამინისტრო
საიტი
new.smr.gov.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი2014 წლის პირველი იანვრიდან რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განიცადა რეორგანიზაცია და დაერქვა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ფუნქციები და ამოცანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სამშვიდობო პროცესის საინიციატივო წინადადებებისა და ფორმატების შემუშავება, შეთავაზება, სამშვიდობო პროცესის წარმართვა და მასში მონაწილეობა;
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა და ლტოლვილთა და მათ შთამომავალთა უსაფრთხო, უპირობო და ღირსეული დაბრუნების, უფლებების დაცვის ინსტიტუციური მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; (5.11.2008 N 216)
  • საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების მოგვარებასთან და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
  • მთავრობის სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის შემუშავება, კოორდინირება, განხორციელება; უწყებათაშორისი, ადგილობრივი, რეგიონალური თანამშრომლობის განხორციელება. ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ინიციატივებისა და მათი განხორციელების ხელშეწყობა. შემუშავებული პროგრამების ზედამხედველობა და განხორციელება;
  • საქართველოს მთავრობისათვის კონფლიქტების მოგვარებასთან და სამოქალაქო ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული რეკომენდაციების, პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა;
  • საზოგადოების ინფორმირება სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობასთან დაკავშირებით;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურებთან მოლაპარაკებისა და კონსულტაციების წარმართვა უწყების მიზნების მისაღწევად;
  • კონფლიქტების მოგვარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების შესაბამისი საქმიანობის კოორდინაცია;
  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებთან დაკავშირებული ყველა მოლაპარაკების წარმართვა და მასში მონაწილეობა;
  • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან დაკავშირებულ საკითხებზე მაღალი და საექსპერტო დონის უწყებათაშორისი კომისიების საქმიანობის ორგანიზება და წარმართვა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ეგიდით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირებისა და სხვა ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ნდობის გაღრმავების მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების წინასწარ განხილვა მათი განხორციელების ხელშეწყობისა და კოორდინაციის მიზნით, აგრეთვე ამ ორგანიზაციებთან და საინიციატივო ჯგუფებთან დიალოგის წარმართვა და მჭიდრო თანამშრომლობა. (14.04.2009 N 75)
  • ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებისა და იქ მცხოვრები მოსახლეობის მიმართ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური კურსისა და სტრატეგიის თაობაზე წინადადების შემუშავების მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მოგროვება და ანალიზი. (24.07.2009 N 129)[1]

მინისტრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები კომფლიქტების მოგვარების საკითხებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები რეინტეგრაციის საკითხებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]